- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ დავაყენოთ ანიმაციური მემოჯი Mac–ის პროფილზე?
macOS Monterey–ში უკვე შესაძლებელია მომხმარებლის პროფილზე სტატიკური ფოტოს მაგივრად ანიმაციური მემოჯის გამოყენება. რა თქმა უნდა, ფოტოს გამოყენება ისევ ჩვეულებრივად შეიძლება.
ანიმაციური მემოჯის გამოსაყენებლად:
- დააქლიქეთ Apple სიმბოლოს მენიუს ზოლში და აირჩიეთ System Preferences…;
- აირჩიეთ Users & Groups და მონიშნეთ პროფილი რომლის რედაქტირებაც გსურთ;
- გვერდით მენიუში მონიშნეთ Memoji – აირჩიეთ სასურველი Memoji ან შექმენით ახალი “+” ღილაკზე დაჭერით;
- მემოჯის არჩევის შემდეგ გამოიყენეთ “Pose” ჩანართი რათა სურვილისამებრ შეცვალოთ სახის გამომეტყველება (გამოიყენეთ სლაიდერი მემოჯის დასაზუმად, ხოლო “Style” ჩანართი ფონის ფერის შესაცვლელად);
- დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “Save”.
ანგარიშზე შემდგომი შესვლისას, დაგხვდებათ ანიმირებული მემოჯი ავატარი. უფრო მეტიც, პაროლის რამდენჯერმე არასწორად მითითებისას მემოჯი მიიღებს ჯერ გაღიზიანებულ, შემდეგ კი გაბრაზებულ გამომეტყველებას.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
iOS 27: რა სიახლეებია Apple-ის სექტემბრის
- 28.10.2026
- 1 min read
AirPods 5: გამოსვლის თარიღი, ფასი და
- 21.10.2026
- 1 min read
Apple-ის საუკეთესო მოწყობილობები თამაშებისთვის: iPhone, iPad
- 13.10.2026
- 2 min read


