Apple Watch იდეალური საჩუქარია მათთვის ვინც დაკავებულია აქტიური ცხოვრების წესით, ვარჯიშობს, ხშირად გადაადგილება და უბრალოდ უყვარს პრაქტიკული თუმცა ელეგანტური აქსესუარები. დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ Apple-ის სმარტ საათი სარვამარტო საჩუქრად.
1. დიზაინი, რომელიც გეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში.
საათი ერგება ნებისმიერ გარემოს ფიტნეს დარბაზიდან საქმიან შეხვედრებამდე და ნებისმიერ სიტუაციაში თანაბრად აქტუალურია.
Apple Watch-ის თითოეული მოდელი ხელმისაწვდომია ორ ზომაში. ეს კი Apple-ის ცნობილი პრაქტიკაა – ადამიანების უმეტესობა ირჩევს დიდ ეკრანებს, თუმცა მცირე და კომპაქტური ზომების მოყვარული მომხმარებელიც თანაბრად მნიშვნელოვანია.
მოწყობილობის ფერების სიმრავლეც უპრეცედენტოა სმარტ საათებში. მოდელიდან გამომდინარე, კორპუსი (და არა სამაჯური, რომელთა არჩევაც საათისგან დამოუკიდებლად არის შესაძლებელი) შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, წითელი, მუქი მწვანე ან ლურჯი.ამ ორიგინალური გაჯეტის კიდევ ერთი უპირატესობა არის საათის სახეები, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ დროს. ამ ფუნქციის დახმარებით საათის ვიზუალის მორგება სრულიად ახალ საფეხურზე გადადის – აირჩიეთ ფერები, დაამატეთ გაფართოებები, შეცვალეთ დროის ფორმატი და უამრავი სხვა რამ.
2. Apple Watch გვეხმარება შეტყობინებებზე თვალყურის დევნებაში.
Apple Watch დაპროექტებულია, რათა იდეალური კომპანიონობა გაუწიოს iPhone-ს. სწორედ ამიტომ, მათი ინტეგრაცია უმაღლეს დონეზეა.
საათის გამოყენება ასევე შესაძლებელია ზარების მისაღებად, მუსიკის გადასართავად, Siri–ს გამოსაყენებლად და ა.შ. ეს ყველაფერი საოცრად პრაქტიკულია სიტუაციებში როდესაც ფიზიკურად ვერ იყენებთ სმარტფონს.
3. გვეხმარება აქტიური ცხოვრების წესების შემუშავებაში.
Apple Watch აყალიბებს აქტიური ცხოვრების წესებს – ფეხით სიარული, კიბეებით ასვლა/ჩასვლა და ა.შ. მთელი დღის განმავლობაში საათი აფიქსირებს ფიზიკურ აქტივობას და ითვლის დამწვარ კალორიებს. რაც მეტი მოძრაობაა (ძაღლის გასეირნება, ბინის დალაგება ან ეზოში ბავშვებთან თამაში) მით უფრო სწრაფად ივსება აქტივობის რგოლები.
Apple Watch კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალს სთავაზობს მათ ვინც დაკავებულია სპორტით. Workout აპლიაცია ასახავს სრულ ინფორმაციას თუ რამდენად პროდუქტიულია თქვენი ვარჯიში. უფრო მეტიც, რეალურ დროში აჩვენებს გულისცემას, გავლილი მანძილს, სიმაღლის ცვლილებას და ა.შ.
4. გადაიხადეთ პირდაპირ მაჯიდან.
დღევანდელ რეალობაში, ადამიანები სულ უფრო იშვიათად იყენებენ ნაღდ ფულს და პლასტიკურ ბარათებსაც კი, რადგან სმარტფონით გადახდა ბევრად უფრო პრაქტიკულია. Apple Watch–ის დახმარებით კი ამ მოქმედების შესრულება პირდაპირ მაჯიდან არის შესაძლებელი.
5. არ ეშინია ოფლის, წყლის და მტვრის
Apple Watch საოცრად პრაქტიკულია გამოყენებაში, რადგან უამრავ საინტერესო ფუნქციას გვთავაზობს. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათი მოვლაც არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს.
Apple-ის სმარტ საათს არ აშინებს ტენიანობა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ შხაპი და იბანაოთ საათის მოხსნის გარეშე. მას არ ეშინებს მტვერი – თამამად დაისვენეთ სანაპიროზე და ეთამაშეთ პატარებს ქვიშაში. უფრო მეტიც, მას არც ოფლი აშინებს, ასე რომ თამამად გამოიყენებთ ნებისმიერი სპორტული აქტივობისას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.