Apple-მა 25 ოქტომბერს ოფიციალურად გამოუშვა Mac ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია – macOS 12 Monterey.
macOS Monterey განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც System Preferences > Software Update დახმარებით, ისე Mac App Store-დან. Mac-ის თითეული განახლების მსგავსად macOS Monterey უფასოა.
macOS Monterey გვთავაზობს საკმაოდ ბევრ სიახლეს, რომლებიც უკვე გვხვდება iOS 15 და iPadOS 15 განახლების მქონე მოწყობილობებზე.
FaceTime-მა მოიპოვა სივრცითი აუდიო მხარდაჭერა და ხმის იზოლაცია ფონური ხმაურის შესამცირებლად. ხოლო მომავალში დაემატება SharePlay ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, FaceTime–ში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვუყუროთ ფილმებსა და ვიდეოებს.
Messages დაემატა Shared with You, ხოლო Safari-მ მიიღო Tab Groups, რომელიც ჩანართების ორგანიზებაში გვეხმარება.
ახალი Focus რეჟიმი დაგვეხმარება ნებისმიერ დავალებაზე კონცენტრაციაში. Shortcuts აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ iOS მოწყობილობებზე გვხდებოდა ახალა Mac–ზეცხელმისაწვდომია. Apple-მა ასევე დაამატა ახალი ფუნქციები Notes აპპლიკაციას, მათ შორის Quick Note, რომელიც ააქტიურების ჩანიშვნას მაუსის ეკრანის კონკრეტულ სექციაზე ჰოვერისას.
Live Text-ის დახმარებით Mac-ს შეუძლია ტექსტის ამოცნობა ნებისმიერ სურათზე. ამოცნობილი ტექსტი ხდება ინტერაქტიული. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი დაკოპირება, ჩასმა ან/და თარგმნა. Visual Lookup კი მანქანური სწავლების გამოყენებით ამოიცნობს ფოტოებში ასახულ საგნებს, რაც ამარტივებს მათ ძიებას.
iCloud Private Relay ფასიანი ფუნქცია მალავს თქვენს ინტერნეტ ბრაუზინგის ჩვევებს და ასევე თქვენს IP მისამართს მესამე მხარისგან. Hide My Email ქმნის უნიკალურ, შემთხვევით ელფოსტის მისამართებს, რომლებიც აფორვარდევს უნეუკევს თქვებს ინბოქსში. iCloud–ში ასევე შესაძლებელია თქვენი პირადი დომენის შექმნაც.
macOS Monterey ფუნქციებისა და შენიშვნების სრული სია
FaceTime
- სივრცული აუდიოს მიერ შემუშავებული ხმა იძლევა ისეთ ეფექტს, თითქოს ეკრანზე გამოსახული დინამიკებიდან მოდის.
FaceTime ზარი
- ხმის იზოლაცია ბლოკავს ფონურ ხმაურს, რათა თქვენი ხმა იყოს კრისტალურად სუფთა;
- Wide Spectrum–ს თქვენს გარშემო შექმნილი თითოეული ხმა შემოაქვს ზარში;
- პორტრეტის რეჟიმი მაქსიმალურად ფოკუსირდება თქვენზე და ბინდავს ფონს (Mac M1–ზე);
- Grid View ზარის თითეულ მონაწილეს ერთი ზომის ფანჯრებში აქცევს თუმცა გამოარჩევს მოსაუბრეს;
- FaceTime ხელმისაწვდომია როგორც Apple–ზე, ისე Android და Windows მოწყობილობებზე.
შეტყობინებები
- Shared with You ერთ სივრცეში აჩვენებს Messages აპში გაზიარებულ კონტენტს;
- Shared with You ასევე გვხვდება Photos, Safari, News, Podcasts და TV აპლიკაციებში;
- Messages აპში რამდენიმე ფოტო ნაჩვენებია როგორც ფოტო–კოლაჟი;
Safari
- Tab Groups გვეხმარება ჩანართების მოწესრიგებასა და მათ სხვადასხვა მოწყობილობაზე სინქრონიზაციაში;
- ITP – ინტელექტუალური თვალთვალის პრევენცია მალავს თქვენს IP მისამართს ტრეკერებისგან;
- ჩანართის კომპაქტური ზოლი ზრდის ვებგვერდის გამოსახულებას ეკრანზე;
Focus Mode
- Focus გვეხმარება შეტყობინებების გაფილტვრაში;
- ფოკუსის მორგების ვარიანტებია მუშაობა, თამაში, კითხვა და სხვა;
- ფოკუს რეჟიმი აქტიურდება თითოეულ Apple მოწყობილობაზე;
- სტატუსი აცნობებს თქვენს კონტაქტებს, რომ თქვენი შეტყობინებები Silent–ზეა;
Quick Note და Notes
- Quick Note-ს დახმარებით მარტივად გავაკეთებთ ჩანიშვნებს ნებისმიერ აპსა თუ ვებსაიტზე;
- თეგები გვეხმარება ჩანიშვნების დახარისხებაში;
- Mentions ფუნქციის დახმარებით, გაზიარებულ ჩანიშვნებში შეატყობინებთ სხვებს ცვლილებების შესახებ;
- Activity view გვიჩვენებთ თუ ვინ შეიტანა ბოლო ცვლილებები გაზიარებულ ჩანიშვნებში.
AirPlay to Mac
- AirPlay to Mac გვეხმარება კონტენტის iPhone/iPad-დან პირდაპირ თქვენს Mac-ზე გაზიარებაში;
- AirPlay Speaker Support კი უზრუნველყოფს მუსიკის დაკვრას თქვენი Mac ხმის სისტემის მეშვეობით;
Live Text
- Live Text-ის დახმარებით ამოცნობილი ტექსტი ხდება ინტერაქტიული.
- ამოცნობილი ტექსტი ხდება ინტერაქტიული და შესაძლებელია მისი დაკოპირება, ჩასმა ან/და თარგმნა.
- Visual Lookup მანქანური სწავლების გამოყენებით ამოიცნობს ფოტოებში ასახულ საგნებს, რაც ამარტივებს მათ ძიებას.
მალსახმობები
- ახალი აპი გვეხმარება ყოველდღიური ამოცანების ავტომატიზაციაში;
- გალერეა წინასწარ ჩაშენებული მალსახმობებით, რომელთა დამატება–გაშვებაც მთელ სისტემაშია შესაძლებელი;
- მალსახმობების რედაქტორი გვეხმარება მათ კონკრეტულ დავალებებზე მორგებაში;
- Automator workflow-ს მალსახმობებად გადაქცევის მხარდაჭერა.
რუკები
- ინტერაქტიული 3D გლობუსი მთების, ოკეანეების და სხვა დეტალების გაუმჯობესებული დეტალებით (Mac M1-ზე);
- ქალაქის დეტალური რუქები აჩვენებს სიმაღლეს, ხეებს, შენობებს, ღირშესანიშნაობებს და სხვა (Mac M1-ზე).
კონფიდენციალურობა
- Mail Privacy Protection ფუნქცია მალავს თქვენს მიერ ელ. ფოსტაში მიღებულ წერილებში განხორციელებულ მოქმედებებს;
- ჩაწერის ინდიკატორი საკონტროლო ცენტრში, იმ აპებისთვის, რომლებიც იყენებენ თქვენს მიკროფონს;
iCloud+
- iCloud Private Relay ფასიანი ფუნქცია მალავს თქვენს ინტერნეტ ბრაუზინგის ჩვევებს და ასევე თქვენს IP მისამართს მესამე მხარისგან.
- Hide My Email ქმნის უნიკალურ, შემთხვევით ელფოსტის მისამართებს, რომლებიც აფორვარდევს უნეუკევს თქვებს ინბოქსში.
წლის ბოლოს, macOS Monterey მოიპოვებს Universal Control მხარდაჭერას
Universal Control-ის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება, გამოიყენოს მხოლოდ ერთი მაუსი და კლავიატურა მის განკარგულებაში არსებული თითოეული Apple პროდუქტისთვის. SharePlay მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააზიაროს ეკრანი FaceTime–ის საშუალებით და უყუროს ფილმებსა თუ ტელეგადაცემებს სხვებთან ერთად.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.