მე თიკა ჯაბანაშვილი ვარ, ფოტოგრაფი. 6 წელია მობილური ტელეფონით ვიღებ ფოტოებს.
რატომ მობილური ფოტოგრაფია?
მოსახერხებელი – მობილური ფოტოგრაფია მოსახერხებელია, მობილური კამერა კომპაქტური და მსუბუქი. არ გიწევს უზარმაზარი აღჭურვილობის ტარება, აწყობა და დაშლა. მუდამ შენთან არის და ერთგულად გემსახურება.
სწრაფი – ფოტოგრაფიაში დროს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. სანამ კამერას გამართავ, შეიძლება მიზანსცენა სრულიად შეიცვალოს და კადრი გაგექცეს. მობილურის კამერა კი წამის დაჭერაში გეხმარება.
ბიუჯეტური – დღეს უკვე შესაძლებელია, რომ კარგი პარამეტრების მქონე ტელეფონი საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეიძინო, გადაიღო ხარისხიანი ფოტოები და გაუზიარო შენს აუდიტორიას.
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია, მაგრამ მობილურ ფოტოგრაფიასაც სჭირდება ისეთი დეტალების ცოდნა, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებენ თქვენს ნამუშევრებს, უფრო მეტყველს და საინტერესოს გახდიან.
ინტერნეტში გაფანტული მასალის მოგროვება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ მე და iSpace-მა თქვენთვის შევქმენით გზამკვლევი – მობილური ფოტოგრაფიის ანბანი, ყოველკვირეული ბლოგები ანბანური თანმიმდევრობით, რომლის მეშვეობითაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაეცნობით მობილური ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებს: მობილურით გადაღების ტექნიკას, ფოტოს დამუშავების სტილს, განათების როლს მობილურ ფოტოგრაფიაში, გადაღებისთვის საინტერესო ადგილებსა და შესაფერის დროს.
არ გამოგრჩეთ, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, ჩვენ მობილური ფოტოგრაფიის ანბანს გასწავლით.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.