მობილური ფოტოგრაფია-ახალი სფერო ფოტოგრაფიაში.

მობილური ფოტოგრაფია დღეს უკვე ნამდვილად იკავებს პრიორიტეტულ ადგილს ფოტოგრაფიის სფეროში და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებში.

2016 წლიდან მოყოლებული, ახალი კამპანიით – #MobilePhotography, რომელიც ცნობილმა სოციალური მედიის ინფლუენსერებმა წამოიწყეს, უარყვეს ყველანაირ DLSR კამერით გადაღებულ ფოტოებს და სოციალურ ქსელში მხოლოდ მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს ტვირთავდნენ.

Processed with VSCO with preset

სხვაობა პროფესიონალური კამერით გადაღებულ ფოტოებსა და მობიული ტელეფონით გადაღებულ სურათებს შორის, დღითი დღე უფრო მიზერული ხდება. ახალი ტექნოლოგიები აძლევს საშუალებას ტელეფონის მწარმოებლებს, რომ ჩააშენონ საკმაოდ მძლავრი ფოტო სენსორი და ობიექტივი, მსგავსი შედეგის მისაღებად.

აღნიშნულ მიმდინარეობას უკვე ბევრი მოერგო და ისეთ სამუშაო ადგილებში, სადაც გადაღებაა საჭირო, უკვე აღარ ითხოვენ პროფესიონალურ კამერებს და სმარტფონის სწორი გამოყენებაც ბენეფიტად ითვლება.

მობილური ფოტოგრაფია აღარ აღიქმება როგორც გასართობი სფეროდ. მსგავსი ნამუშევრებისთვის უკვე ცალკე კატეგორია გამოიყო ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონურსებზე,დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მობილური ფოტოგრაფები.

აიფონი დღემდე აგრძელებს კამპანიას #shotoniphone, რომლითაც უამრავი, აქამდე უცნობი ფოტოგრაფი აღმოაჩინა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *