თუ ფიქრობთ iPhone–ის შეძენაზე თანხის დაზოგვას და განიხილავთ სმარტფონის არაოფიციალური გამყიდველისგან შეძენას, ეს ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა. ჩვენ გეტყვით, თუ რა უარყოფითი შედეგები აქვს “ნაცრისფერი” iPhone -ის შეძენას, რაზეც მისი გამყიდველი ხშირ შემთხვევაში დუმს.
პირველ რიგში რა არის “ნაცრისფერი” iPhone?
iPhone-ის ავტორიზებულ მაღაზიაში მოსახვედრად საჭიროა რეგისტრაციის გავლა და საჭირო სერთიფიკატების მიღება. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სმარტფონი აკმაყოფილებს დაწესებულ ნორმებს/სტანდარტებს და უსაფრთხოა მომხმარებლისთვის. ასეთ მოწყობილობებს ეწოდება “თეთრი”.
რაც შეეხება, “ნაცრისფერ” მოწყობილობებს, ეს არის ის გაჯეტები, რომლებიც ქვეყანაში უკანონო გზით არის შემოტანილი. ასეთი მოწყობილობებს არ აქვს საქართველოში გამოყენების შესაბამისი სერთიფიცირება, რის გამოც ხშირ შემთხვევაში აქვს გარკვეული შეზღუდვები.
რა შეზღუდვები აქვს “ნაცრისფერ“ მოწყობილობებს?
Apple პროდუქტის ერთ–ერთი უმთავრესი მახასიათებელი მისი ხარისხია. ეს ნიშნავს, რომ “ნაცრისფერი” და “თეთრი” მოწყობილობები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა თქვენ, როგორც მომხმარებელს შესაძლოა გქონდეთ ისეთი შეზღუდვები როგორიცაა:
- 5G და LTE კავშირის მხარდაჭერის შეზღუდვა რეგიონის მიხედვით;
- iPhone შესაძლებელია დაბლოკილი იყოს კონკრეტულ ოპერატორზე და მუშაობდეს მხოლოდ მისი SIM ბარათით;
- აზიის ბაზრისთვის დამზადებულ iPhone–ზე, ჩუმ რეჟიმშიც კი ვერ გამორთავთ კამერის ჩამკეტის ხმას;
- UAE რეგიონზე გათვლილ iPhone–ზე არ იმუშავებს FaceTime.
- ჩინეთზე გათვლილ iPhone-ზე შეუძლებელია ჯგუფური და აუდიო FaceTime ზარები;
- რეგიონის მიხედვით არის განსხვავება დამტენზე(თუ მოყვება);
- კონტინენტურ ჩინეთში iPhone-ზე არ არის ხელმისაწვდომი eSIM-ები. ხელმისაწვდომია iPhone მხოლოდ 2 სიმ ბარათით;
- ევროკავშირში გაყიდულ მოდელებს შეზღუდვა აქვს ყურსასმენის ხმის ლიმიტზე.
ვრცელდება თუ არა გარანტია “ნაცრისფერ” iPhone–ზე?
“ნაცრისფერი” მოწყობილობის ყველაზე დიდი მინუსი გარანტიის არარსებობაა.
iPhone-ის საგარანტიო მომსახურება სრულდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ის Apple Store-ის, ავტორიზებული ან პრემიუმ დილერების მეშვეობით გაიყიდა.
საქართველოში ოფიციალური Apple Store ჯერჯერობით არ არის. ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული რესელერები. შესაბამისად, ასეთ მაღაზიაში შეძენილი Apple პროდუქტი ექვემდებარება Apple-ის ოფიციალურ საგარანტიო მომსახურებას.
საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფენ ავტორიზებული სერვის ცენტრები, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებსაიტზე. iSupport კი ერთადერთი ასეთი, ავტორიზებული სერვის ცენტრია საქართველოში.
საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილ სმარტფონებზე გარანტია ძალაში იქნება გამყიდველის ან ადგილობრივი ავტორიზებული SC-ისგან შეძენის ქვეყანაში. ასევე, სადაც Apple Store ოფიციალურად მუშაობს.
რა უპირატესობა აქვს ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებას?
iSupport ერთადერთი Apple ავტორიზებული სერვის ცენტრია საქართველოში.
ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება და ხარისხი სრულად აკმაყოფილებს Apple–ის მოთხოვნებს. ეს ყველაფერი კი ნათლად გამოიხატება ისეთ კრიტერიუმებში როგორიცაა:
- Apple ავტორიზაცია – ავტორიზებული სერვის ცენტრი ასრულებს Apple-ის ოფიციალურ საგარანტიო მომსახურებას.
- Apple სერთიფიცირებული ტექნიკოსები – iSupport-ში მხოლოდ Apple სერთიფიცირებული პროფესიონალები მოგემსახურებიან.
- მხოლოდ Apple ორიგინალი ნაწილები – iSupport მხოლოდ Apple-ის ორიგინალ ნაწილებს იყენებს, რომლებზეც ვრცელდება დამატებითი საგარანტიო მომსახურება.
- ოფიციალური სადიაგნოსტიკო პროგრამა–ხელსაწყოები – iSupport აღჭურვილია Apple-ის ქარხნული ხელსაწყოებით, რომელთა დახმარებითაც შეკეთებულ მოწყობილობას უნარჩუნდება IP სტანდარტი.
რატომ არის საშიში “ნაცრისფერი” iPhone?
“ნაცრისფერი” iPhone-ის შეძენას კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკი მოჰყვება.
მომხმარებელს არ აქვს გარანტია, რომ “ნაცრისფერი” სმარტფონი რომელსაც ყიდულობს არ არის ყალბი, ან მრავალჯერ გარემონტებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი არაკეთილსინდისიერი ხელოსანი და სახელოსნოა, რომლებიც არაორიგინალი სათადარიგო ნაწილებით აღადგენენ და აახლებენ გაფუჭებულ მოწყობილობებს. შემდეგ ეს ყველაფერი ორიგინალ ყუთში იფუთება და პრაქტიკულად ვერაფრით განასხვავებთ ორიგინალისაგან.
ყალბი მოწყობილობის ორიგინალისაგან განსხვავება შესაძლებელია როგორც iSupport-ის, ისე Apple–ის შესაბამის ვებგვერდებზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.