iOS 15-ში Apple-მა წარმოგვიდგინა ფუნქცია სახელად შეტყობინებების შეჯამება (Notification Summary). Focus Mode-ის დახმარებით შესაძლებელია შეტყობინებების განუწყვეტელი სპამის დაბლოკვა, რაც მიღებულ შეტყობინებებს Notification Summary-ში შეინახავს და საოცრად ამარტივებს მათ გადახედვას.

ფუნქციის დახამრებით ასევე შესაძლებელია შეტყობინებების შეჯამების რედაქტირება და მათი დახარისხება. უფრო მეტიც, ასევე შეიძლება შეტყობინებების მიღების კონკრეტული დროის მონაკვეთების მითითება.

სტანდარტული შეტყობინებების შეჯამება

რედაქტირების გარეშე, iOS 15 შეტყობინებების შეჯამება დღეში ორჯერ(08:00 და 18:00) შემოგთავაზებთ მიღებულ სიახლეებს.

შეჯამებული შეტყობინებები გროვდება ისეთი აპლიკაციიდან როგორებიცაა Mail, Facebook და სხვა. ეს დამოკიდებულია თქვენს აპლიკაციებზე.

Notification Summary-ს შეჯამებული შეტყობინებაც სტანდარტულს ჰგავს, თუმცა ის უფრო დიდი ზომისაა და ერთიანად გვაწვდის აღნიშნულ დროში მიღებულ ინფორმაციას.

შეტყობინებების შეჯამების სასურველ დროს მიღება

  1. გახსენით Settings > Notifications და ჩართეთ Scheduled Summary;
  2. სურვილისამებრ შეცვალეთ 1st Summary ან/და 2nd Summary;
  3. ახალი შეჯამების დასამატებლად კი შეეხეთ ღილაკს Add Summary.

მეორე და შემდგომი შეჯამებების სრულად წაშლა შესაძლებელია. ხოლო პირველი შეჯამების მხოლოდ დროის შეცვლა. პირველი შეჯამების გასაუქმებლად კი მთლიანად ფუნქციის გამორთვაა საჭირო.

როგორ შევცვალოთ შეტყობინებების შეჯამებაში შესული აპლიკაციები?

  1. გახსენით Settings > Notifications > Scheduled Summary > Apps in Summary;
  2. აირჩიეთ, სასურველი აპლიკაციები.

! თითოეული აპლიკაციის ქვეშ არის შემოსული შეტყობინებების რაოდენობის ინდიკატორი, რომლის სურვილისამებრ გაზრდა და შეზღუდვაა შესაძლებელი. ასეთი მეთოდით, თქვენ გააკონტროლებთ კონკრეტული აპლიკაციების შეტყობინებების მაქსიმალურ ოდენობას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *