Notify When Left Behind ფუნქცია აგდებს შეტყობინებას მოწყობილობასთან დაშორების შესახებ, რაც თავიდან აგარიდებთ ისეთი ნივთის დაკარგვას როგორიცაა AirPods Pro და სხვა. ფუნქციის ამ კონკრეტული მოწყობილობისათვის გასააქტიურებლად აუცილებელია მისი უახლესი firmware–ით განახლება.
AirPods Pro–სთან განცალკევების შესახებ შეტყობინების მისაღებად:
- გახსენით Find My app თქვენს iPhone/iPad–ზე;
- გახსენით Devices და აირჩიეთ AirPods Pro;
- შეეხეთ ღილაკს Notify When Left Behind და გააქტიურეთ;
- “Notify Me, Except At”-ის ქვეშ შეეხეთ ღილაკს New Location და მიუთითეთ ლოკაცია სადაც არ გსურთ შეტყობინებების მიღება;
- “Add Location” რუქის ეკრანზე მოძებნეთ/მიუთითეთ მისამართი და მიუთითეთ რადიუსი;
- გაიმეორეთ ბოლო მოქმედებები თუ გსურთ მეტი ლოკაციის დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეეხეთ ღილაკს Done.
შემდეგში, როდესაც დატოვებთ თქვენს AirPods Pro–ს საზოგადოებრივ ადგილას, თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას და თავიდან აირიდებთ მოწყობილობის დაკარგვას.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.