სანამ კამერის პარამეტრებს განაახლებ…

იქამდე, სანამ დაიწყებ კამერის პარამეტრების გამართვას, დარწმუნდი, რომ წვდომა გაქვს ყველა ტენქნიკურ სიახლეზე. ამისათვის აუცილებელია რომ განაახლო ტელეფონი და დააყენო უახლოესი iOS-ის ვერსია.

გადადი Settings > General > Software Update. თუ შენი ტელეფონი საჭიროებს განახლებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ავტომატურად აისახება ტელეფონში – ახალი iOS-ს ვერსია, რითაც მარტივად შეძლებ გადმოწერას და დაყენებას.

მიუხედავად იმისა,რომ გადაღების დროს, ზოგიერთი პარამეტრი საშუალებას იძლევა პროცესში მართო გადაღების ეფექტურობა, არის პარამეტრები, რომელთა წინასწარ დაყენება გადაღების და შესაბამისად ფოტოს ხარისხს გააუმჯობესებს.

მიჰყევი ინსტრუქციას:

Settings >camera

გთავაზობ 5 აუცილებელ პარამეტრს, რომელიც გადაღების დროს უნდა ჩართო:

  1. Formats – High Efficiency – მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსთვის მაღალი ხარისხის მინიჭებამ შესაძლებელია ტელეფონის მეტი მეხსიერება წაგართვას, ყოველთვის ამჯობინე ცოტა, მაგრამ ხარისხიანი.
  2. ProRAW & Resolution Control – ჩართე ეს პარამეტრი, რათა უფრო მეტი კონტროლი შეძლო ფერებზე და სითეთრის ბალანსზე როდესაც ამუშავებ ფოტოს, ამასთან არ დაგეკარგოს ხარისხს.
  3. Grid – ჩართე ბადე, რომ მეტად აკონტროლო ობიექტების განლაგება შენს ფოტოში და დაიცვა ჰორიზონტებისა და ვერტიკალების სისწორე.
  4. Record Video – ჩართე Enhanced Stabilization. ასევე ვიდეოს გადაღებისთვის დააყენე პარამეტრი – 4K at 30 fps – რომელიც საშუალებას მოგცემს უფრო რბილი, დეტალური და პროფესიონალური ვიდეო გადაიღო. Lock White Balance – გათიშე სითეთრის ბალანსი – დაგეხმარება უფრო ბუნებრივი ფერების ასახვაში.
  5. Macro და Night Mode – მაკრო თუ ღამის გადაღების გასაუმჯობესებლად.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *