Apple-მა 17 ივნისს iOS 15.5 და iPadOS 15.5 გამოუშვა, რაც iOS 15-ის რიგით მეხუთე განახლებაა. iOS 15.5/iPadOS 15.5 წინა განახლებებთან შედარებით მცირე ზომისაა და ძირითადად ფოკუსირებულია არსებული ფუნქციონალის შესწორებაზე. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც შედარებით მეტად იმსახურებენ თქვენს ყურადღებას.

Podcasts აპლიკაციის განახლება

Apple Podcasts აპლიკაციას დაემატა პარამეტრი, რომელიც მომხმარებელს iPhone/iPad-ზე შენახული ეპიზოდების რაოდენობის შეზღუდვაში ეხმარება. ფუნქცია ასევე ავოტმატურად წაშლის ძველ ეპიზოდებს, რაც აპლიკაციას ზედმეტად დიდი მეხსიერების დაკავებაში შეუშლის ხელს.

Apple Cash

Wallet აპლიკაციის Cash განყოფილებაში დაემატა Request და Send ღილაკები. ახალი ფუნქციის დახმარებით პირდაპირ აპლიკაციაში შეძლებთ თანხების მართვას.

Messages აპლიკაციაში Apple Pay სახელი შეიცვალა Apple Cash–ით.

Home აპლიკაცია

აპლიკაციას დაემატა Wi–Fi სიგნალის ზოლები, რაც გვეხმარება HomePod-ის ინტერნეტთან კავშირის არსებობა–არარსებობის გარკვევაში.

უნივერსალური კონტროლი

iPadOS 15.5-ში უნივერსალური კონტროლი ბეტა რეჟიმში აღარ არის. ეს ნიშნავს, რომ ფუნქცია სრულად, ოფიციალურად ამოქმედდა და ყველა ხარვეზი და შეცდომა აღმოფხვრილია.

უნივერსალური კონტროლი პირველად iPadOS 15.4-სა და macOS Monterey 12.3-ში გამოჩნდა. მისი დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე iPad და Mac-ის მართვა მხოლოდ ერთი მაუსით, თრექფედით ან/და კლავიატურით.

Apple ბარათი

Apple Wallet აპლიკაციაში ფიზიკური Apple Card-ის სახელი Titanium Card–ით ჩანაცვლდა.

Photo Memories

Photos აპლიკაციას დაემატა სენსიტიური ლოკაციების სია, რომელიც დაბლოკავს კონრეტულ ადგილმდებარეობებს Memories გვერდზე გამოჩენისაგან. სიაში შედის საკონცენტრაციო ბანაკები და ჰოლოკოსტის მემორიალი.

Apple Music Playback API

iOS 15.5-ში დაბრუნდა Apple Music API, რომელიც Apple-მა iOS 15.4–ში წაშალა. ეს არის ფუნქცია, რომელიც მესამე მხარის Apple Music ფლეერებს სიმღერების დაკვრის სიჩქარის შეცვლის საშუალებას აძლევს.

Apple Classical

ბეტა ვერსიაში იყო “Apple Classical” აპლიკაციის ჩაშვების ნიშნები, თუმცა iOS 15.5-ში აპლიკაცია არ ჩაეშვა და როგორც ჩანს არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

Apple-მა ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში შეიძინა კლასიკური მუსიკის სტრიმინგ სერვისი Primephonic და განაცხადა, რომ შექმნიდა კლასიკური მუსიკის ახალ გამოცდილებას Apple Music-ისთვის.

Apple გეგმავს კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ახალი აპლიკაციის გაამოშვებას, რომელიც გააერთიანებს Primephonic-ის მომხმარებლის ინტერფეისს და კლასიკური მუსიკის სპეციალიზაციას Apple Music-თან და ისეთ ფუნქციებთან, როგორიცაა Lossless და Spatial Audio.

Apple-მა არ გვაწვდის ზუსტ დეტალების იმის შესახებ, თუ როდის უნდა ველოდოთ აპლიკაციას, თუმცა ფაქტია, რომ ამისათვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

ცვლილებები სისტემის უსაფრთხოებაში

iOS 15.5 და iPadOS 15.5 ასევე მოიცავს 25-ზე მეტ ცვლილებას სისტემის უსაფრთხოებაში, როგორც ეს აღწერილია Apple-ის უსაფრთხოების მხარდაჭერის საიტზე. არცერთი შესწორება არ ყოფილა აქტიურად გამოყენებული, თუმცა განახლება მაინც დაუყოვნებლივ ღირს. შესწორებები შეეხო ისეთ სისტემურ ფუნქციებს, როგორიცაა: WebKit, Kernel, Wi-Fi, AppleAVD და

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *