AirPods ყურსასმენები იდეალურია iPhone, iPad და Mac-ის მფლობელებისთვის. ყურსასმენები იდეალურად ერგება Apple ეკოსისტემას, მუშაობს ხანგრძლივად დამუხტვის გარეშე, აქვს გამორჩეული ჟღერადობა არის ულტრა-კომფორტული. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თითოეული AirPods მოდელის უპირატესობებს და დაგეხმარებით მათ შერჩევაში.
AirPods – ჟღერადობა
მე-2 თაობის AirPods უფრო მაღალი ხმა აქვს, თუმცა ნაკლები ბასი. მათ არ აქვთ ხმაურის იზოლაცია, ამიტომ მუსიკის მოსმენა მეტროში ან თვითმფრინავში შეიძლება პრობლემატური იყოს, საუბარი კი კიდევ უფრო რთული. ამის მიუხედავად, ეს არის ყურსასმენი, რომელიც საჭიროებებისა და მომხმარებლების უმრავლესობას ერგება.
AirPods Pro უფრო დაბალი ხმა აქვს, თუმცა მეტი ბასი და სიღრმე. მოწყობილობა მჭიდროდ ჯდება ყურის ნიჟარაში და გვთავაზობს საოცარ ბასებს, რასაც გამაძლიერებელისა და ვაკუუმური ბალიშების მქონე დრაივერით ახერხებს. ყურსასმენებს კომფორტულად გამოიყენებთ ნებისმიერ ხმაურიან სიტუაციაში.
AirPods 3-ს ასევე აქვს იდეალურად მორგებული დრაივერი და უმაღლესი დონის ბასი. მათ აქვთ ჩაშენებული ორმაგი მიკროფონი ხმის გადაცემისთვის, ასე რომ, ონლაინ გაკვეთილების დროს თქვენ არ გჭირდებათ სამჯერ გამეორება. AirPods 2-სგან განსხვავებით მე-3 თაობა ასევე აღჭურვილია ადაპტური ექვალაიზერით და სივრცითი აუდიოს მხარდაჭერით.
AirPods Max ნაკლებად მოსახერხებელია გარე გამოყენებისთვის, რადგან მას არ აქვს ტენიანობისგან დაცვა. მაგრამ ისინი იდეალურია სავარძელში კომპიუტერთან მუშაობისთვის, სახლში ან მატარებელში ფილმების ყურებისთვის. ყურსასმენები იყენებს მოწინავე H1 ციფრული სიგნალის პროცესორს. მათ აქვთ 9 ჩაშენებული მიკროფონი, მოძრაობის და სხვა გაჯეტების მდებარეობის სენსორები.
AirPods – კომფორტი
AirPods 2 თითოეული ყურსასმენი მხოლოდ 4 გრამს იწონის, ამიტომ ისინი ყურებში საერთოდ არ იგრძნობა. თუმცა რადგან ყურის ნიჟარა ყველას განსხვავებული აქვს, არსებობს მათი ჩამოვარდნის რისკი, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობისას.
AirPods Pro კომპლექტს მოყვება სამი სხვადასხვა ზომის ბალიში, რათა მარტივად მოერგოს ნებისმიერი ფორმისა და ზომის ყურის ნიჟარას. ეს ყურსასმენები მჭიდროდ ჯდება თქვენს ყურებში და არ ცვივა, მაშინაც კი, თუ თქვენ ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული. AirPods Pro ასევე აღჭურვილია სპეციალური ხვრელებით, რომლებიც ათანაბრებენ წნევას ყურის არხში და მის გარეთ, რაც თავიდან გვარიდებს თავის ტკივილის მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
მე-3 თაობის AirPods გარეგნულად AirPods Pro-ს წააგავს, თუმცა მათ არ აქვს სილიკონის ბალიშები. AirPods 3-ში კორპუსი უფრო განიერი და გრძელია დინამიკის არეში. ეს ფორმა შესაფერისია მომხმარებლების უმეტესობისთვის და ის მზადდება სპეციალურად იმისთვის, რათა ყურსასმენები მყარად დარჩეს ყურში.
AirPods Max თითქმის 400 გრამს იწონის. მაგრამ რბილი თავსაბურავის და მეხსიერების ქაფიანი ყურის ბალიშების წყალობით, ისინი თითქმის არ იგრძნობა. თითქოს თავზე მსუბუქი, თბილი და უწონო ღრუბელი გვადევს. ტელესკოპური სახელურები ვრცელდება და ფიქსირდება მფლობელისთვის აუცილებელ მდგომარეობაში. ჭიქები კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბრუნავს.
AirPods – ავტონომიურობა
ყველა AirPods შექმნილია იმისთვის, რათა მთელი დღის განმავლობაში მოგვემსახუროს. ამის ერთადერთი პირობა, მათი პერიოდული დამუხტვაა დამტენი ქეისით. ეს კი ნამდვილად არ არის დისკომფორტი, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ განუწყვეტლად მოუსმინოთ მუსიკას ან ისწავლოთ 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი შესვენების გარეშე.
და თუ ასეა, მაშინ აირჩიეთ AirPods Max, რომელიც ერთი სრული მუხტით 20 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კი გააქტიურებული ხმაურის დახშობის ფუნქციით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ AirPods Max-ის 5 წუთიანი დამუხტვა ელემენტის მუხტს დამატებით 1.5 საათით ზრდის.
კიდევ ერთი რეკორდსმენია AirPods 3. ისინი მუშაობენ 6 საათამდე მოსმენის რეჟიმში და 4 საათამდე საუბრის რეჟიმში. ქეისის პერიოდული დამუხტვა მუშაობის დროს დაკვრის 30 საათამდე და საუბრის დროს 20 საათამდე ზრდის.
AirPods Pro საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ მუსიკას 4.5 საათამდე და გამოიყენოთ ისინი ყურსასმენად – 3.5-მდე. კეისში დამუხტვა საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას 24 საათამდე და ისაუბროთ 18 საათამდე.
მე-2 თაობის AirPods დაახლოებით იგივე შესრულებას გვთავაზობს: 5 საათამდე უწყვეტი მოსმენა და 3 საათამდე საუბრის დრო. ქეისში დამუხტვით, ეს დრო იზრდება 24 საათამდე დაკვრის რეჟიმში და 18 საათამდე საუბრის რეჟიმში.
AirPods – ხმის იზოლაცია
ლექციები, გადატვირთული საკლასო ოთახები, ჰოსტელი, ტრანსპორტი და ქუჩა – ხანდახან გინდა დაისვენო ამ აურზაურისგან. ხმაურის აქტიური გაუქმება AirPods Pro-სა და AirPods Max-ში გეხმარებათ ფოკუსირებაში.
ჩაშენებული მიკროფონებით, ეს ყურსასმენები იღებენ და აჩერებენ გარშემო არსებულ ხმაურს, სანამ ის თქვენამდე მოაღწევს. შედეგად, თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად კომფორტულად მოუსმინოთ მუსიკას და პოდკასტებს მეტროში და სხვა ხმაურიან სივრცეებში.
გარშემო არსებული ხმების მოსასმენად კი სულაც არ არის საჭირო ყურსასმენების მოხსნა, საკმარისია გამჭვირვალე რეჟიმის გააქტიურება. მხოლოდ ერთი შეხება და ახლა უკვე გესმით ყველაფერი რაც თქვენს გარშემო ხდება.
AirPods – სპორტი
თუ სპორტული დარბაზის ხშირი სტუმარი ხართ, დარბიხართ ან რომელიმე სპორტით ხართ დაკავებული მაშინ უმჯობესია, აირჩიოთ ტენიანობის დაცვის მქონე ყურსასმენები.
Apple-ის ყველა ყურსასმენს შორის ტენიანობისგან დაცულია AirPods Pro და AirPods 3. ორივე მოდელი აკმაყოფილებს IPX4 სტანდარტს, ამიტომ მათ არ აშინებთ წყალი, ძლიერი ოფლიანობა და წვიმაც კი. გაითვალისწინეთ, რომ მათთან ერთად ბანაობა არ შეიძლება, ასევე მოერიდეთ მათ სარეცხ მანქანაში აღმოჩენას.
ამას გარდა, AirPods 3 ერთადერთი Apple ყურსასმენია, რომლის ქეისსაც აქვს ტენიანობისგან დაცვა.
AirPods – საუკეთესო არჩევანი
AirPods-ის ყველა მოდელი ცნობადი, ლამაზი და გააზრებულია, თუმცა საუკეთესოს არჩევა მხოლოდ თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.
- ყურსასმენს აქვს ჩაშენებული ინფრაწითელი სენსორები – დაკვრა შეჩერდება, თუ ყურიდან ამოიღებთ ერთ-ერთ AirPods-ს;
- მოწყობილობა ინახება მინიატურულ დამტენ ქეისში და შესაბამისად მოწყობილობის ქეისში შენახვა მათ დამუხტვას ნიშნავს;
- სენსორული კონტროლი: თქვენ არ გჭირდებათ iPhone-ის ამოღება სიმღერის შესაცვლელად, ზარის განსახორციელებლად ან ხმაურის გაუქმების რეჟიმის გასააქტიურებლად;
- iPhone-ზე ნაჩვენებია ელემენტის სტატუსი – უბრალოდ გახსენით კორპუსი და მიაახლოვეთ სმარტფონთან;
- AirPods ავტომატურად გადაერთვება თქვენს Apple გაჯეტებს შორის. თუ თქვენ უყურებთ ფილმს ყურსასმენებით თქვენს Mac-ზე და ზარი შემოვა iPhone-ზე, საპასუხოდ არ მოგიწევთ მათი მოხსნა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.