Studio Display Apple-ის პირველი ეკრანია, რომელიც სპეციალური პროცესორით არის აღჭურვილი. მონიტორს არ აქვს ჩართვა–გამორთვის ღილაკი, რაც მას სხვა ეკრანებისაგან აშკარად განასხვავებს.
Studio Display Apple-ის A13 Bionic ჩიპით არის აღჭურვილი. ეს არუს იგივე პროცესორი, რომელიც iPhone 11 სერიაში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ A13 Bionic ჩიპი მართავს ეკრანის აუდიო/კამერის სისტემებს. პროცესორის არსებობა ასევე ნიშნავს, რომ ეკრანს აქვს ჩაშენებული Siri ფუნქციონალი.
ამასთან ერთად, Studio Display მუშაობს iOS-ზე და Apple–ის iPhone/iPad-ების მსგავსად ისიც იღებს რეგულარულ განახლებებს. სწორედ ამიტომ, არც Studio Display არის დაცული განახლების შემდგომი ხარვეზებისაგან.
შესაბამისად, სასარგებლოა, ვიცოდეთ თუ როგორ უნდა დავარესტარტოთ მონიტორი, რომელსაც ჩართვა–გამორთვის ღილაკიც კი არ აქვს, ამისათვის:
- ჩახსენით მონიტორი დენის წყაროდან;
- დაელოდეთ მინიმუმ 5 წამი;
- ისევ დააერთეთ ეკრანი დენის წყაროზე და დაელოდეთ მის ჩართვას;
- სულ ეს არის. ეკრანი გადაიტვირთა და ხარვეზიც ავტომატურად გამოსწორდა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.