iOS 14-ს გამოსვლასთან ერთად Apple-მა შემოგვთავაზა Back Tap მოქმედება, რომელიც სხვადასხვა ფუნქციების შესრულებას გვთავაზობს. მის გამოსაყენებლად საჭიროა iPhone-ის უკანა ზედაპირზე ორჯერ ან სამჯერ შეხება.
Back Tap ფუნქციის გამოყენება შეიძლება როგორც კონკრეტული აპლიკაციის გაშვების, ისე საკონტროლო ცენტრის გამოძახებისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელია როტაციის ჩართვა გამორთვა, კამერის გახსნა და უამრავი სხვა რამ.
! გაითვალისწინეთ, რომ Back Tap მოითხოვს iPhone 8 ან უფრო ახალ მოდელს, რომელიც მუშაობს iOS 14 ან უფრო ახალ ვერსიაზე.
Back Tap–ის გამოსაყენებლად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.
- გახსენით Settings > Accessibility;
- Physical and Motor-ის ქვეშ აირჩიეთ Touch;
- ჩამოსქროლეთ და გახსენით Back Tap;
- აირჩიეთ Double Tap ან Tripple Tap და მიანიჭეთ ფუნქციები;
ზემოაღნიშნული ნაბიჯების გამოყენების შემდეგ Back Tap ფუნქციონალი ავტომატურად აქტიურდება და მისი გამოყენება/დატესტვა მაშინვე არის შესაძლებელია.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.