Apple-მა iOS 15-ში ფონური ხმები დანერგა, რასაც მომხმარებელი 2019 წლის შემდეგ ელოდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Apple-მა HomePod-ის ერთ–ერთ ფუნქციად სწორედ ფონური ხმები შემოგვთავაზა.

iOS 15 Backgrounds Sounds-ს აქვს ექვსი ვარიანტი: დაბალანსებული, ნათელი ან მუქი ხმაური, ოკეანე, წვიმა და წყარო.

ფუნქციის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენება, რომელიც მომხმარებელმა აღმოაჩინა ფონურ ხმასთან ერთად მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურებაა.

როგორ გავააქტიუროთ Background Sounds?

1. iOS 15-ში გახსენით Settings აპლიკაცია (მუშაობს ასევე iPad-ზე);

2. გახსენით Accessibility > Audio/Visual > Background Sounds;

3. გააქტიურეთ ფუნქცია და ჩართეთ ნაგულისხმევი ფონური ხმა;

4. ფუნქციის გაკონტროლება ასევე Control Center–შია შესაძლებელი.

როგორ გავაკონტროლოთ ფონური ხმები Control Center–ში?

ფონური ხმების ყველაზე მარტივი და პრაქტიკული კონტროლის საშუალებაა Control Center. ამისათვის გახსენით Settings > Control Center და Hearing-ის გვერდით შეეხეთ «+» სიმბოლოს (თუ უკვე არ არის დამატებული. ამის შემდეგ, Control Center-ში უნდა გამოჩნდეს ყურის სიმბოლო, რომელზე შეხებისასაც ეკრანის ბოლოში გამოჩნდება ღილაკი Background Noise off/on.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *