Sidecar არის Mac და iPad-თვის შექმნილი ფუნქცია, რომელიც თქვენს პლანშეტს Mac-ის დამატებით ეკრანად გადააქცევს.

Sidecar-ის გამოსაყენებლად საჭიროა iPad და Mac-ის ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის:

  • ორივე მოწყობილობაზე გაიარეთ iCloud ავტორიზაცია ერთი და იგივე Apple ID-ით;
  • დარწმუნდით, რომ ორივე მოწყობილობაზე გამორთულია ინტერნეტის გაზიარება;
  • ჩართეთ Bluetooth, Wi-Fi და Handoff (System Preferences > General > Allow Handoff between this Mac and your iCloud devices);
  • მოათავსეთ iPad და Mac გვერდიგვერდ;
  • Mac-ზე გახსენით Control Center > Display და აირჩიეთ თქვენი iPad.

როგორ გამოვიყენოთ Sidecar?

Sidecar–ის ჩართვისას iPad ავტომატურად დამატებით ეკრანად. აღსანიშნავია, რომ Sidecar–ის დახმარებით შესაძლებელია ეკრანის დუბლირებაც. ამისათვის: გახსენით Control Center და Display მენიუში აირჩიეთ Mirror [ეკრანის დასახელება].

აპლიკაციის ფანჯრის კომპიუტერიდან პლანშეტზე გადასატანად ან/და პირიქით, მიიტანეთ კურსორი აპის ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მწვანე ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ შესაბამისი ბრძანება.

! გაითვალისწინეთ: Sidecar ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სენსორული ზოლი მაშინაც კი, თუ ის თქვენს Mac-ზე არ არის. პანელი აისახება iPad-ის ეკრანზე. საკონტროლო ღილაკების გამოყენება შესაძლებელია როგორც თითით, ისე Apple Pencil-ით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *