- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ განვბლოკოთ Mac Apple Watch-ის დახმარებით?
Apple Watch–ის დახმარებით შესაძლებელია Mac–ის განბლოკვა. ამისათვის საჭიროა 2013 წლის ან უფრო ახალი Mac, რომელზეც დაინსტალირებულია macOS 10.13 ან უფრო ახალი ვერსია.
ფუნქციის გამოყენებისათვის საჭიროა:
- ორივე მოწყობილობა ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID;
- Apple ID იყენებს ორფაქტორიან ავტორიზაციას;
- Mac-ზე ჩართულია Wi-Fi და Bluetooth;
- თქვენი Apple Watch იყენებს Passcode-ს.
ფუნქციის გამოსაყენებლად:
- Mac-ზე გახსენით Apple მენიუ > System Preferences > Security & Privacy > General;
- აირჩიეთ “Use Apple Watch to unlock apps and your Mac” ან “Allow your Apple Watch to unlock your Mac.”
- დარწმუნდით, რომ Apple Watch მაჯაზე გიკეთიათ, საათი განბლოკილია და იმყოფებით Mac-თან ახლოს.
! თუ არ იყენებთ Apple ID-ს ორფაქტორიან ავტორიზაციას, მიჰყევით მითითებებს და სცადეთ ფუნქციის ხელახლა მონიშვნა.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
როგორ ჩამოვტვირთოთ ფილმები MacBook-ზე?
- 03.09.2024
- 1 min read
Apple-მა შემოდგომის პრეზენტაციის თარიღი გამოაცხადა!
- 29.08.2024
- 1 min read
საუკეთესო ლეპტოპი სტუდენტებისთვის 2024 წელს –
- 06.08.2024
- 1 min read