ეკრანის ჩანაწერი საკმაოდ პრაქტიკული ფუნქციაა, რომელიც საკმაოდ ხშირად გვჭირდება. მიზეზი ბევრია – პრობლემის შემთხვევაში ვიდეოს გადაგზავნა პროფესიონალთან, აპლიკაციის მუშაობის შემოწმება, სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერა, რაიმეს ახსნა მეგობრის ან ოჯახის წევრისთვის და ა.შ.
macOS ხელსაწყოს გამოყენებით ეკრანის ჩანაწერის გასაკეთებლად:
- 1. Mac-ის კლავიატურაზე დააჭირეთ შემდეგ კომბინაციას Command+shift+5;
- 2. სრული ეკრანის ჩასაწერად შეეხეთ წრეს მარკუთხედის სიმბოლოთი, ხოლო ეკრანის გარკვეული ნაწილის ჩასაწერად წრეს წერტილოვან მართკუთხედის სიმბოლოთი;
- 3. თუ გსურთ მიკროფონის ჩართვა, მაუსის ქლიქის ჩვენება, შენახვის ადგილის არჩევა და სხვა, შეეხეთ Options ღილაკს;
- 4. ჩაწერის დასაწყებად აირჩიეთ Record;
- 5. დასრულების შემდეგ დააწკაპუნეთ Stop ღილაკს (წრე კვადრატის სიმბოლოთი) მენიუს ზოლში, რომელიც მდებარეობს თქვენი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში;
! თუ არ მიუთითებთ ჩანაწერის შენახვის ადგილს, ეკრანის ჩანაწერი გამოჩნდება Mac-ის დესკტოპზე.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.