Live Text საოცრად პრაქტიკული ფუნქციაა მათთვის, ვინც იმყოფება უცხო ქვეყანაში და არ ფლობს ენას. კამერის ობიექტივში მოათავსეთ განცხადებაზე, აბრაზე ან/და ბილბორდზე არსებული ტექსტი და მიიღეთ თარგმანი მყისიერად.
! “Live Text” გამოყენება შესაძლებელია iPhone XS, XR და უფრო ახალ ვერსიებზე iOS 15 ან უფრო ახალი ვერსიით. დღევანდელი ინსტრუქცია შედგენილია უახლესი iOS 15.4–ის მიხედვით.
ფუნქციის გასააქტიურებლად:
- გახსენით Settings > General > Language & Region;
- გაააქტიურეთ Live Text.
! ფუნქციას ტექსტის ამოცნობა შეუძლია როგორც კამერის ობიექტივში, ისე უკვე გადაღებულ ფოტოებში. Live Text ფუნქციას აქვს ინგლისური, ესპანური, იტალიური, კანტონური, ჩინური, გერმანული, პორტუგალიური და ფრანგული ენების მხარდაჭერა.
ტექსტის სათარგმნად:
- iPhone კამერის ობიექტივში მოათავსეთ ტექსტი, რომლის თარგმნაც გსურთ;
- დაელოდეთ 1-2 წამი და დააწკაპუნეთ Live Text სიმბოლოზე ქვედა მარჯვენა კუთხეში(აირჩიეთ სრული ტექსტი, ან ცალკეული ნაწილი);
- ამის შემდეგ გამოჩნდება კონტექსტური მენიუ მოქმედებებით. აირჩიეთ “Translate”.
! ტექსტის უკვე არსებული ფოტოდან სათარგმნად შეასრულეთ იგივე მოქმედებები Photos აპლიკაციაში.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.