Mac-ის აპები ხშირად ყურადღების გარეშე რჩება, რადგან აპლიკაციები და მათთან დაკავშირებული სიახლეები ძირითადად iPhone და iPad–ს ეხება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფასიან და უფასო Mac აპლიკაციას, რომლებიც დაგეხმარებათ პროდუქტიულობის გაზრდაში.

WebCatalog (უფასო)

შექმნილია ვებსაიტების დესკტოპ აპლიკაციებად გადაქცევისთვის. გახსენით საიტები ბრაუზერის, რეკლამების და ბანერების გარეშე ერთ სივრცეში. აპლიკაციის უფასო ვერსიას  აქვს ვებგვერდების ლიმიტი. ულიმიტო პაკეტისთვის საჭიროა აპლიკაციის შეძენა ($40).

AltTab (უფასო)

აპლიკაცია დაფუძნებულია Windows “alt-tab” გადამრთველზე ფუნქციაზე. ხელსაწყოს საშუალებით მიბაძავთ Windows-ის Alt-Tab ფუნქციას. ეს არის ფანჯრებს შორის სწრაფი გადართვის მალსახმობი, რომელიც საოცრად ამარტივებს და აჩქარებს ფანჯრებს შორის ნავიგაციას.

MonitorControl (უფასო)

მარტივი მენიუს ზოლის აპლიკაცია, რობელიც არეგულირებს ეკრანის პარამეტრებს. შეცვალეთ სიკაშკაშე, კონტრასტი, ხმა და სხვა.

Raycast (უფასო)

Raycast არის ერთგვარი Spotlight შემცვლელი აპია, რომელიც გთავაზობთ უამრავ ფუნქციას: სკრიპტების წერა, მალსახმობების გააქტიურება, ფაილების მოძიება, სისტემის კონტროლი, სწრაფი შენიშვნები, ბმულების გახსნა–გაშვება და სხვა.

CleanShot X ($29)

ეს არის ეკრანის ჩამწერი ინსტრუმენტი, რომელიც იდეალურია ეკრანის ვიდეოს ჩასაწერად. მარტივად გადაიღებთ ეკრანს, მიუთითებთ კომენტარს და გააგზავნით. ამას გარდა, აპლიკაციას აქვს Cloud კომპონენტი, რომელიც ყველაფერს ერთ სივრცეში ინახავს. აპლიკაციას შეუძლია ეკრანის ჩანაწერა მაშინაც კი, თუ კონტენტი ვერ ეტევა ერთ ეკრანზე. აპლიკაცია წელიწადში $29 ან თვეში $8 ღირს.

Spike (უფასო)

ელ.ფოსტის აპლიკაცია, რომელიც იმეილ მიმოწერას სტანდარტულ ჩატის ფორმატში გვთავაზობს. აპლიკაციას აქვს ისეთი ფუნქციები როგორიცაა: ჩანიშვნების გაკეთება, დავალებების სიების შედგენა, შეხვედრების ჩანიშვნა და აუდიო/ვიდეო ზარები. Spike უფასოა პირადი ელ.ფოსტაზე გამოყენებისას, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია შეზღუდულია.

Noteplan 3 ($6,99/თვეში)

ეს არის ერთგვარი დამგეგმავი და ორგანიზატორი სერვისი, რომელიც შენიშვნების, ამოცანების და კალენდრის მართვაში გვეხმარება. აპლიკაცია ინტეგრირდება თქვენს კალენდართან და აქვს Markdown მხარდაჭერა. Noteplan 3 ღირებულებაა $6,99 თვეში ან $59,99 წელიწადში. აპი ასევე გვთავაზობს უფასო საცდელ ვერსიას.

Superhuman ($30/თვეში)

ეს არის ინტუიტიური ინტერფეისის მქონე აპლიკაცია, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქციები როგორიცაა: სოც. ანალიტიკა, შეხსენებები, გაგზავნის დაგეგმვა, შეტყობინებების გადადება, გაგზავნის გაუქმება და ა.შ. მას აქვს დაყოფილი Inbox დიზაინი. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია შემოსული მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი იმეილების დახარისხება. Superhuman-ის ფასი თვეში 30 დოლარია.

Maccy (უფასო)

გაცვლის ბუფერი აპი(Clipboard), რომელიც სპეციალურად Mac-ისთვის არის შექმნილი. აპლიკაცია მსუბუქი, მარტივი და სრულიად უფასოა. Maccy ინახავს კოპირების ისტორიას და გვეხმარება დაკოპირებული ინფორმაციის მარტივად მოძიებაში.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *