iPhone-ის კამერით შესაძლებელია დოკუმენტების მაღალი ხარისხით სკანირება. უფრო მეტიც, ასევე შეიძლება მათზე ხელისმოწერა დაბეჭდვის გარეშე. ეს მოსახერხებელია, თუ გიწევთ ხელმოწერილი დოკუმენტის ელ–ფოსტით გაგზავნა.

დოკუმენტის სკანირებისთვის:

  1. გახსენით «Notes» და შექმენით ახალი;
  2. დააწკაპუნეთ Camera სიმბოლოზე და აირჩიეთ Scan Documents;
  3. მოათავსეთ დოკუმენტი კამერაში და გადაიღეთ ფოტო.

! საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ დოკუმენტის საზღვრები. ქვედა მარცხენა კუთხეში აირჩიეთ Crop და დაარეგულირეთ საზღვრები.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის:

  1. Notes აპპში აირჩიეთ დასკანირებული დოკუმენტი > Share > Markup;
  2. დააწკაპუნეთ დამატების ღილაკზე, აირჩიეთ “Signature” და შექმენით იგი. ამის შემდეგ აირჩიეთ ხელმოწერის ველის ზომა და განათავსოთ იგი გვერდის ნებისმიერ ადგილას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.