Apple ID–ს პაროლის დაკარგვის შემთხვევაში Apple ვერ შეძლებს თქვენთვის პაროლის აღდგენას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ორ–ფაქტორიან ავტორიზაციას იყენებთ.
Recovery კონტაქტის დამატება ამ პრობლემის არიდების ერთ–ერთი გამოსავალია, თუმცა მისი გამოყენების შემთხვევაში ვერ შეცვლით პაროლს თუ არ გაქვთ დამატებითი სანდო მოწყობილობა და აღდგენის გასაღები.
Recovery კონტაქტის დასამატებლად საჭიროა შემდეგი მოქმედებების შესრულება:
- გახსენით Settings თქვენს iOS მოწყობილობაზე და შეეხეთ თქვენს Apple ID ბანერს მთავარი მენიუს ზედა ნაწილში;
- აირჩიეთ Password & Security;
- შემდეგ აირჩიეთ Account Recovery;
- Recovery Assistance-ის ქვეშ აირჩიეთ Add Recovery Contact;
- წაიკითხეთ ინფორმაცია და შეეხეთ Add Recovery Contact;
- აირჩიეთ სასურველი კონტაქტი;
- შეეხეთ ღილაკს Next, გაუგზავნეთ შეტყობინება თქვენს კონტაქტს და შეეხეთ ღილაკს Done.
! მნიშვნელოვანია – შეინახეთ შერჩეული კონტაქტის ტელეფონის ნომერი, რათა ანგარიშის აღდგენის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.