- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ გავააქტიუროთ შეტყობინების შეჯამება?
შეტყობინების შეჯამების დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული აპლიკაციისა თუ აპლიკაციების შეტყობინებების მიღებისათვის კონკრეტული დროის განსაზღვრა.
თქვენ შეგიძლიათ 12-მდე შეჯამების შექმნა და თითოეული მათგანისათვის კონკრეტული დროის განსაზღვრა. შეტყობინება მითითებულ დროს გამოჩნდება როგორც შეტყობინებების ცენტრში, ისე Lock Screen–ზე.
შეტყობინების შეჯამების გასააქტიურებლად:
- გახსენით Settings > Notifications;
- აირჩიეთ Scheduled Summary და გააქტიურეთ, რათა გახსნათ დამატებითი ფუნქციონალი;
- პირველი შეჯამების დროის მისათითებლად Schedule-ის ქვეშ შეეხეთ დროის მაჩვენებელს და შეცვალეთ სურვილისამებრ;
- აპლიკაციის შეჯამებაში დასამატებლად გააქტიურეთ ისინი Apps in Summary-ს ქვეშ.
ასევე შესაძლებელია ნებისმიერი აპლიკაციის შეტყობინებების უკვე არსებულ შეჯამებაში დამატება (როგორც Lock Screen–დან, ისე Notification Center–დან). ამისათვის დაასვაიფეთ მარცხნივ სასურველი აპლიკაციის შეტყობინებაზე და მიუთითეთ Add to Summary.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
Windows თუ MacBook: 7 მიზეზი, რის
- 10.07.2026
- 1 min read
გამოდგება თუ არა MacBook Air პროგრამირებისთვის
- 07.07.2026
- 1 min read
რომელი iPhone ავირჩიოთ Android-ის შემდეგ 2026
- 24.06.2026
- 1 min read


