iPadOS 15.4 და macOS Monterey 12.3 გამოსვლასთან ერთად, მოწყობილობებმა მიიღეს ფუნქცია სახელად Universal Control, რომელიც შექმნილია ერთ ეკოსისტემაში ჩართული Apple მოწყობილობების ერთი კლავიატურა–მაუსით სამართავად.

macOS Monterey 12.3 და iPadOS 15.4 დაინსტალირების შემდეგ უნივერსალური კონტროლი ავტომატურად აქტიურდება, თუმცა არის რამდენიმე პარამეტრი, რომელთა შეცვლაც ნამდვილად არ იქნება ურიგო.

უნივერსალური კონტროლის კონფიგურაცია Mac-ზე:

  1. გახსენით System Preferences;
  2. პარამეტრების პანელში აირჩიეთ Displays;
  3. გახსენით Universal Control…;
  4. მონიშნეთ შემდეგი ფუნქციები: 
    1. Allow your cursor and keyboard to move between any nearby Mac or iPad; 
    2. Push through the edge of a display to connect a nearby Mac or iPad;
    3. Automatically reconnect to any nearby Mac or iPad.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე Done.

უნივერსალური კონტროლის კონფიგურაცია iPad-ზე:

  1. გახსენით Settings აპლიკაცია თქვენს iPad-ზე;
  2. გახსენით General;
  3. აირჩიეთ AirPlay & Handoff;
  4. გააქტიურეთ Cursor and Keyboard (Beta).

უნივერსალური კონტროლის დახმარებით, შესაძლებელია ერთი და იგივე მაუსისა და კლავიატურის გამოყენება, რამდენიმე Apple მოწყობილობის გასაკონტროლებლად. ამისათვის საკმარისია მათი ერთსა და იმავე iCloud ანგარიშით ავტორიზება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *