Apple Watch ამარტივებს აქტივობის გაზიარებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რაც თავის მხრივ მოტივაციის ამაღლებაში გვეხმარება.

აქტივობის გასაზიარებლად:

  1. გახსენით Fitness აპი თქვენს iPhone-ზე;
  2. შეეხეთ Sharing ჩანართი;
  3. აირჩიეთ Get Started;
  4. შეეხეთ Account სიმბოლოს;
  5. დააჭირეთ “+” სიმბოლოს;
  6. აკრიფეთ ან მოძებნეთ პიროვნება;
  7. მონიშნეთ ყველა ვისთანაც გსურთ გაზიარება;
  8. დააჭირეთ ღილაკს Send.

! ამის შემდეგ თქვენ უნდა დაელოდოთ მეგობრების მოწვევაზე თანხმობას. ასევე შესაძლოა, რომ თქვენც გაქვთ მოწვევები, რომლებზეც დაგავიწყდათ პასუხის გაცემა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.