ორგანიზება გაუკეთე შენს ფოტოებს.

თეგები ფოტოგრაფიაში გულისხმობს აღწერაში ისეთი საკვანძო სიტყვების დამატებას (#-ის წინდართვით), რომლებიც მნახველს ეხმარება მისთვის საინტერესო სფეროს ინდენტიფიცირებაში და ფოტოგრაფს კი ფოტოების კატეგორიზაციაში.

არსებობს გავრცელებული თეგები, რომლის გამოყენებითაც იქმნება ე.წ. კომუნა და ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შემოქმედება. მაგალთად, 2023 წლის ყველაზე პოპულარული თეგები, რომლებსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, არის:

  • #love (2.1B posts).
  • #instagood (1.7B posts).
  • #fashion (1.1B posts).
  • #instagram (1.1B posts).
  • #photooftheday (1B posts).
  • #art (1B posts).
  • #photography (1B posts).
  • #beautiful (828M posts).

გარდა ამისა, Iphone- საკუთარი ჰეშთეგი აქვს – #SHOTONIPHONE., რომლის მიხედვითაც, ყოველკვირეულად არჩევს ფოტოგრაფს და აცნობს თავის გამომწერებს, ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებით. ის პირველი იყო, ვინც დაიწყო საკუთარი კომერციული კამპანია და შექმნა სპეციალური თეგი და ამითმოიზიდა ხელოვანი ადამიანები, მათ შორის მობილური ფოტოგრაფები.

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თეგი:

  1. უბრალოდ აღვწეროთ ფოტო – მსგავს საშუალებას ბევრი მიმართავს, ამიტომ უბრალოდ მზის მონიშვნით, შესაძლებელია მოიზიდოთ თქვენი მსგავსი, სხვა ადამიანები.
  2. აღწეროთ მდებარეობა: ქალაქი, ქვეყანა, სოფელი, უბანი (აღნიშნულისთვის მე უბრალოდ ლოკაციას ვიყენებ).
  3. აღწეროთ მოვლენა: ქორწილი, დაბადების დღე, გამოსაშვები და სხვა.
  4. აღწეროთ ფოტოს გადაღების ტექნიკა: ინსტრუმენტი, დამუსავების პროგრამა და სხვა.
  5. მოიძიოთ სტილისტური თეგები: შავ-თეთრი, ფერადი ფოტოგრაფია, მობილური ფოტოგრაფია და სხვა.

ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ჟურნალები, გაზეთები და ონლაინსივრცეში არსბეული სხვა ინტერნეტგამომცემლები, რომლებიც იყენებენ სპეციფიკურ თეგებს და ხმა მიაწვდინოთ აღნიშნულის საშუალებით.

ინსტაგრამს ასევე დაემატა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ მონიშნოთ პარტნიორი და შესთავაზოთ მას კოლაბორაცია. თანხმობის შემთხვევაში, თქვენი ნამუშევარი ავტომატურად მის გვერდზე გამოჩნდება.

ნუ გამოიყენებთ 5 თეგზე მეტს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *