Apple-ის თქმით Apple Watch–ის პორტრეტული სახეები, მოწყობილობის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქციაა. 

პორტრეტული სახის დასაყენებლად საჭიროა iPhone 7 Plus ან უფრო ახალი მოდელი, რომელსაც შეუძლია პორტრეტული ფოტოების გადაღება და Apple Watch Series 4, 5, 6, 7 ან SE. 

პორტრეტული სახეების გასააქტიურებლად:

  1. გახსენით Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე და აირჩიეთ Face Gallery;
  2. ჩამოსქროლეთ და გახსენით Portraits. აირჩიეთ ფოტოები, რომელთა გამოყენება გსურთ საათის სახედ;
  3. ფუნქციას აქვს 24-მდე სხვადასხვა ფოტოს არჩევის შესაძლებლობა და მაჯის თითოეული აწევისას სხვადასხვა სახეს დაინახავთ;
  4. მას შემდეგ რაც აირჩევთ სასურველ ფოტოებს მიუთითეთ საათის სახის განთავსება/განლაგება. არჩევანი გაკეთება შესაძლებელია 3 ვარიანტს შორის: Classic, Modern და Rounded.
  5. პერსონალიზაციის დასრულების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Add და ისიამოვნეთ ახალი პორტრეტული სახეებით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.