Mac-ის ყველა მომხმარებელმა იცის, რომ 3D სარენდერო პროგრამების უმეტესობას არ აქვს ყველა ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, Mac მომხმარებელს უწევს 3D პროგრამების მეტი ყურადღებით შერჩევა. 

ჩვენ უკვე განვიხილეთ TOP 3 ფასიანი 3D პროგრამა. ნაკრების სანახავად დააქლიქეთ აქ

დღევანდელი ნაკრები სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. გთავაზობთ 3 საუკეთესო უფასო 3D პროგრამას, რომლებიც ხელმისაწვდომია Mac-ზე. 

BLENDER 3D – მოდელინგი, ტექსტურირება, ანიმაცია, რენდერი.

თუ ეძებთ უფასო 3D პროგრამას Blender ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. პროგრამა არის Open Source და მისი მუდმივი განვითარების უკან დგას არტისტების, ლექტორებისა და ენთუზიასტების მთელი არმია. 

უფრო მეტიც, პროგრამას აქვს თითოეული არსებული ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა.

Blender გვთავაზობს 3D მოდელინგისა თუ სკულპტინგის უამრავ ხელსაწყოს და მიიჩნევა ფასიანი 3D პროგრამების სრულუფლებიან კონკურენტ/ალტერნატივად.

Blender–მა განვითარების პირველ ეტაპებზე, გამოირჩეოდა მუშაობის არასტანდარტული მეთოდით, რაც უწყვეტი განახლებების შემდეგ დროთა განმავლობაში შეიცვალა. დღესდღეობით, თუ უკვე მოიხმართ რომელიმე სხვა 3D პროგრამას, Blender-ზე გადასვლა ნამდვილად აღარ გაგიჭირდებათ.

თუ ახლა იწყებთ 3D გრაფიკასთან მუშაობას და ჯერ არ იცით, თუ რომელი მიმართულება შეგეფერებათ ყველაზე მეტად Blender ნამდვილად თქვენთვისაა. პროგრამა ნამდვილად გაპოვნინებთ თქვენს მოწოდებას და დაგეხმარებათ მის შესწავლაში, რადგან პროგრამის შესახებ არსებობს როგორც უამრავი წერილობითი სახელმძღვანელო, ისე ვიდეო–გაიდები.

FUSION 360 (Education Version) – დიზაინი, ინჟინერია, ელექტრონიკა და წარმოება.

Fusion 360 არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი 3D სივრცეში. 

Fusion 360 საუკეთესო 3D პროგრამებს შორის ინსტრუმენტების ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. 

Fusion 360–ში გვაქვს CAD, CAM, CAE და PCB ინტეგრაციები, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ 3D სარენდერო პროგრამად აქცევს, მათ შორის რაც კი ოდესმე შექმნილა.

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინდუსტრიაში ხართ, დიზაინი, ინჟინერია, ელექტრონიკა თუ წარმოება, Fusion 360 ნებისმიერი მიმართულების 3D რენდერინგში დაგეხმარებათ. 

პროგრამის მრავალფეროვნება იმდენად კოლოსალურია, რომ არ არსებობს რაიმე რისი შექმნაც არ შეიძლება Fusion 360-ში.

შექმენით და დაარედაქტირეთ ესკიზები სუპერ მრავალფეროვანი Sketch tools–ის დახმარებით. შეიტანეთ პარამეტრული ცვლილებები გეომეტრის აღსადგენად, შექმენით history-based ფიგურები და სხვა. Fusion 360–ის ფუნქციების იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ტიპის დავალებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება. 

ამას გარდა, პროგრამის საფუძვლების გასაგებას, Fusion 360–ს მოყვება დეტალური დოკუმენტაცია, რომელიც განმარტავს სისტემის ფუნქციონალს სრულად განმარტავს.

Fusion 360 წელიწადში $495 ჯდება (თვეში $60), თუმცა არსებობს მისი უფასო Education ვერსია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია არაკომერციული პროექტებისთვის. 

SKETCHUP 3D – მოდელინგი, ხატვა, დიზაინი, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ინდუსტრიული და პროდუქტის დიზაინი, ფილმების და თამაშების დეველოპმენტი და სხვა.

Sketchup 3D იყენებს საოცრად მარტივ მიდგომას 3D რენდერის მიმართ, განსხვავებით კონკურენტი პროგრამებისაგან, რომელთა ათვისებაც დამწყებთათვის თითქმის შეუძლებელია.

SketchUp-ს აქვს ინტუიციური ინტერფეისი, რაც იდეალურია დამწყებთათვის. სისტემის სიმარტივიდან გამომდინარე, მომხმარებელი არ საჭიროებს რაიმე ტიპის გამოცდილებას 3D რენდერინგში.

SketchUp იმდენად მარტივია, რომ რაღაც დოზით ზღუდავს კიდეც პროგრამის ფუნქციონალს. ასეთი სიმარტივე არც თუ ისე მიზანშეწონილია 3D სარენდერო პროგრამისთვის. ასეთი ტიპის პროგრამების უმთავრესი მიზანი მაღალხარისხიანი და უხარვეზო შედეგის მიღებაა, ამისათვის კი მეტად კომპლექსური ხასიათის ფუნქციებია საჭირო.

სიმარტივის ასეთი დონე ასევე ზღუდავს პროგრამის სრულფასოვან გამოყენებას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ა.შ.

თუ თქვენი მიზანი ფოტორეალისტური და მაღალხარისხიანი 3D რენდერების შექმნაა, SketchUp ნამდვილად არ გამოგადგებათ. ხოლო თუ თქვენ ახლა იდგამთ ფეხს 3D რენდერის სამყაროში SketchUp ნამდვილად თქვენთვისაა. 

SketchUp–ის უფასო ვერსია არის Online-based ვებ–ბეისდ და მოყვება 10 გბ-მდე მეხსიერება თქვენი ნაშრომებისთვის. SketchUp 3D-ის ფასიანი ვერსია კი გვთავაზობს ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა ულიმიტო მეხსიერება, headset viewing ფუნქცია და მრავალი სხვა. 

მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მაინც არ გირჩევთSketchUp 3D–ის ფასიანი ვერსიის გამოყენებას, რადგან ფასიანი სეგმენტი პროგრამების ბევრად უფრო მრავალფუნქციურ და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

ასევე გაეცანით: 

TOP 3 ფასიანი 3D მოდელინგ/სარენდერო პროგრამა Mac-ზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *