თუ გაქვთ ძველი iPhone და გსურთ ახალი მოდელის შეძენა არ გამოტოვოთ Trade-in აქცია iSpace-ში. ისარგებლეთ ფასდაკლებით სასურველი სმარტფონის შეძენისას, მხოლოდ Apple Premium Reseller-ისგან.

ნუ დაკარგავთ დროს სმარტფონის გაყიდვაზე. უბრალოდ ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს და გადაცვალეთ თქვენი iPhone ახალ მოდელში თანხის დამატებით. Trade-in აქციის პროცესი მოიცავს როგორც უშუალოდ სმარტფონების გადაცვლას, ისე ძველი სმარტფონიდან მომხმარებლის ინფორმაციის ამოშლას, ფორმატირებას და ახალში გადატანას. სრული პროცესი მაქსიმუმ 30 წუთი გრძელდება:

  1. მოიტანეთ სმარტფონი ჩვენს მაღაზიათა ქსელში;
  2. ჩვენ შევაფასებთ მას;
  3. მიიღებთ ფასდაკლდებას ახალ მოდელზე.

როგორ გავიგო, რა ღირს ჩემი iPhone?

ფასდაკლდების ოდენობა დამოკიდებულია სმარტფონის მოდელსა და მდგომარეობაზე. უკვე ფუნქციონირებს ჩვენი ონლაინ Trade-in კალკულატორი, რომლის დახმარებით დაადგენთ თვენი მოწყობილობის მიახლოებით ფასს. თუმცა, ფასდაკლების ზუსტ ოდენობას დაადგენს iSpace-ის სპეციალისტი უშუალოდ მოწყობილობის შემოწმების შემდეგ.

რა მოწყობილობების გაცვლა შესაძლებელი Trade-in აქციის ფარგლებში?

Trade-in აქციაში მიიღება iPhone-ები მოქმედი GSM, Bluetooth, Wi-Fi მოდულებით, ასევე მოქმედი სენსორული ეკრანით, კამერით და თითის ანაბეჭდის სკანერით. კორპუსს არ უნდა ჰქონდეს სერიოზული მექანიკური დაზიანება – მაგალითად, დეფორმაცია, დამტენის/ყურსასმენის გატეხილი სოკეტი. დაუშვებელია უცხო საგნების, წყლისა და ჟანგვის კვალით გამოწვეული მექანიკური დაზიანება.

ძველი სმარტფონის შესაფასებლად გაგზავნამდე, მას უნდა მოხსნათ ქეისი, დამცავი ფირი ან/და მინა. საბოლოო ღირებულება დამოკიდებული იქნება iPhone-ის 5 შესაძლო მდგომარეობაზე:

  1. იდეალური – ეკრანზე და კორპუსზე არ არის ნაკაწრები, ბზარები და ჩაღრმავებები. გამართულად მუშაობს თითოეული ღილაკი და ფუნქცია. მოყვება ყუთი, დამტენი, ყურსასმენი და ინსტრუქცია.
  2. ახალი – არ აქვს ნაკაწრები, ბზარები, ჩაღრმავებები, არც კორპუსზე და არც უკანა მინაზე. გამართულად მუშაობს თითეული ღილაკი და ფუნქცია.
  3. ნორმალური – ეკრანზე და კორპუსზე დასაშვებია არაუმეტეს 10 მცირე ნაკაწრისა, ხილული მხოლოდ კარგი განათების პირობებში გარკვეული კუთხით (ასეთი ნაკაწრები არ იგრძნობა ფრჩხილით შემოწმებისას). ეკრანისა და კორპუსის მინაზე არ არის ღრმა ნაკაწრები, ჩაღრმავებები, აბრაზიები და ბზარები შესამჩნევი ნებისმიერი განათებისა და ხედვის კუთხის მიუხედავად. გამართულად მუშაობს თითეული ღილაკი და ფუნქცია.
  4. დაზიანებული –  ეკრანსა და კორპუსზე დასაშვებია 10-ზე მეტი პატარა ნაკაწრი, რომელიც ჩანს კარგ განათების პირობებში გარკვეული კუთხით; 1 ან მეტი ღრმა ნაკაწრი. ნებისმიერი ნაკაწრი და გრავიურა. კორპუსზე შეიძლება იყოს ნაკაწრები და აბრაზიები. დასაშვებია ერთი ან მეტი გაუმართავი ღილაკი, გარდა თითის ანაბეჭდის სკანერისა და Home ღილაკისა. გამორიცხულია ბზარები ეკრანისა და კორპუსის უკანა მინაზე. ყველა ფუნქცია მუშაობს.
  5. გაფუჭებული – დასაშვებია კორპუსის და ეკრანის გატეხილი მინა, მაგრამ სრულად მოქმედი სენსორული ეკრანით (დისპლეი პასუხობს დაჭერას მთელ ტერიტორიაზე). არ არის მატრიცის დეფექტები (გატეხილი პიქსელები, დამახინჯება, ზოლები). ნებადართულია ღილაკების გატეხვა, გარდა იმისა, რომელიც პასუხისმგებელია თითის ანაბეჭდის სკანერზე და Home ღილაკისა. მუშაობს სმარტფონის ყველა ფუნქცია.

რა მოხდება, თუ ვინმე ჩემს Apple ID-ზე მიირებს წვდომას?

მოწყობილობების Trade-in აქციის ფარგლებში ჩაბარება სრულიად უსაფრთხოა. iSpace-ის ექსპერტები წაშლიან ყველა პერსონალურ მოაცემს და ინფორმაციას თქვენ თვალწინ.

როდის და სად შემიძლია Trade-in აქციით სარგებლობა?

Trade-in აქციით სარგებლობა შესაძლებელია 21 აპრილიდან iSpace-ის თითოეულ ფილიალში:

  • სითი მოლი – საბურთალო;
  • თბილისი მოლი;
  • გალერია თბილისი.

განაახლეთ მომგებიანად iSpace-თან ერთად!

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *