Apple-მა iOS 15-ში ფონური ხმები დანერგა, რომელიც 6 განსხვავებულ ხმას გვთავაზობს: დაბალანსებული, თეთრი ან შავი ხმაური, ოკეანე, წვიმა და წყარო.

iPhone-ის ეს ფარული ფუნქცია დაგეხმარებათ ფოკუსირებაში, ისეთ ხმაურიან ადგილებში როგორიცაა: ქუჩა, ტრანსპორტი ან ღია სივრცეში. 

ფუნქციის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენება კი მასთან ერთად მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურებაა.

როგორ გავააქტიუროთ Background Sounds?

  1. გახსენით Settings > Accessibility > Audio/Visual > Background Sounds;
  2. გააქტიურეთ ფუნქცია და აირჩიეთ სასურველი ხმა.

ფონური ხმების კონტროლისთვის გამოიყენეთ Control Center.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.