Shazam მუსიკის ამოცნობის მეგა პოპულარული სერვისია, რომლის გამოყენებაც 2020 წლამდე ჩამოტვირთვის გარეშე შეუძლებელი იყო. მას შემდეგ რაც Apple-მა ფუნქცია უშუალოდ სისტემაში დანერგა, მისი გამოყენება საოცრად გამარტივდა.

ახლა, იმის გასარკვევად, თუ რა სიმღერა გვესმის მაღაზიაში ან ტაქსში, უბრალოდ ჩამოსქროლეთ «Control Center» და დააწკაპუნეთ Shazam-ის სიმბოლოს. 

Shazam–ის გამოყენება არა მხოლოდ გარშემო არსებული მუსიკის, არამედ iPhone–ზე მოსმენილი მუსიკის ამოსაცნობადაც არის შესაძლებელი.

ფუნქციის საკონტროლო ცენტრით გამოსაყენებლად თავდაპირველად საჭიროა მისი დამატება. ამისათვის:

  1. გახსენით Settings > Control Center;
  2. შეეხეთ მწვანე პლუს სიმბოლოს ” Music Recognition”-ის გვერდით.

ფუნქცია ხელმისაწვდომია მუშაობს iOS 14.2 და iPadOS 14.2 და უფრო ახალ ვერსიებზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.