Sidecar არის Mac და iPad-თვის შექმნილი ფუნქცია, რომელიც თქვენს პლანშეტს Mac-ის დამატებით ეკრანად გადააქცევს.

Sidecar-ის გამოსაყენებლად საჭიროა iPad-ის Mac-თან დაკავშირება. ამისათვის:

  1. ორივე მოწყობილობაზე გაიარეთ iCloud ავტორიზაცია ერთი და იგივე Apple ID-ით;
  2. მოათავსეთ iPad და Mac გვერდიგვერდ;
  3. Mac-ზე გახსენით Control Center > Display და აირჩიეთ თქვენი iPad.

! გაითვალისწინეთ: iPad–ის ენერგიის დაცლის თავიდან ასარიდებლად დააკავშირეთ Mac-თან კაბელით.

როგორ გამოვიყენოთ Sidecar?

Sidecar–ის ჩართვისას iPad პირდაპირ ითვისებს მეორე ეკრანის ფუნქციას, თუმცა ფუნქციას ასევე აქვს ეკრანის დუბლირების მხარდაჭერა. დუბლირების გააქტიურებისათვის: გახსენით Control Center და Display მენიუში აირჩიეთ Mirror [ეკრანის დასახელება]. 

აპლიკაციის ფანჯრის კომპიუტერიდან პლანშეტზე გადასატანად ან/და პირიქით, მიიტანეთ კურსორი აპის ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მწვანე ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ სასურველი ბრძანება.

! გაითვალისწინეთ: Sidecar საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სენსორული ზოლი მაშინაც კი, თუ ის თქვენს Mac-ზე არ არის. პანელი აისახება iPad-ის ეკრანზე. საკონტროლო ღილაკების გამოყენება შესაძლებელია როგორც თითით, ისე Apple Pencil-ით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *