Photographic Styles დაფუძნებულია ფილტრის მსგავს კორექტორების სერიაზე, რომელთა გააქტიურებაც შესაძლებელია უშუალოდ ფოტოს გადაღებამდე. ეს საშუალებას მოგცემთ, წინასწარ შემოიტანოთ სტილისტური ეფექტი.

უნდა აღინიშნოს, რომ Photographic Styles არ ახდენს გავლენას კანის ფერსა და ცის ტონალობაზე. ფუნქციას აქვს 4 განსხვავებული ფორმატი: Vibrant, Rich Contrast, Warm და Cool.

Vibrant აღბეჭდავს კადრს მკვეთრ, ნათელ, თუმცა ბუნებრივ ფერებში, ხოლო Rich კონტრასტი უფრო დრამატულ იერს მატებს, რაც ჩრდილებს უფრო მუქს ხდის და ზრდის ფერსა და კონტრასტს. Warm ქმნის ზაფხულის ოქროსფერ ტონს, ხოლო Cool ფორმატი იყენებს ლურჯ ტონებს, ცივი ეფექტის მისაღებად.

Photographic Styles უფრო დახვეწილად მუშაობს ვიდრე სტანდარტული ფილტრები. ფილტრი ცვლის ფოტოს დეტალებს გადაღების შემდგომი დამუშავებისას, ხოლო Photographic Styles აფიქსირებს უამრავ ელემენტსა და დეტალს უშუალოდ გადაღების დროს და არ ცვლის მათ, რაც ფოტოს უნარჩუნებს მაღალ ხარისხს და დეტალიზაციას.

Photographic Styles–ის iPhone 13-ის თითოეულ მოდელზე გამოსაყენებლად:

  • გახსენით Camera თქვენს iPhone 13-ზე;
  • დაასვაიფეთ ჰორიზონტალური მენიუ და აირჩიეთ Photo mode. 
  • შემდეგ, ამოასვაიფეთ ქვემოდან და შეეხეთ Photographic Styles სიმბოლოს (სამი ბარათის მაგვარი სიმბოლო ერთმანეთის მიჯრით);
  • აირჩიეთ 4 ფორმატიდან ერთ–ერთი და შეამოწმეთ მათი ეფექტი უშუალოდ ფოტოს გადაღებამდე;
  • გამოიყენეთ დამატებითი სლაიდერები ტონალობის და კონტრასტის შესაცვლელად;
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *