თუ გიჭირთ iPhone-ის დიდ ეკრანზე ნავიგაცია Reachability მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ მოწყობილობის ცალი ხელით გამოყენებას.

Reachability არის iPhone-ის ფუნქცია, რომელიც ქონთენთს ეკრანის ნახევარზე ანთავსებს და ამით ამარტივებს ცალი ხელით ნავიგაციას.

ძველ iPhone-ებში, ფუნქციას ააქტიურებდა Home ღილაკზე ორჯერ დაჭერა. ხოლო მოწყობილობებში, რომლებიც Face ID–ს იყენებენ, ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია Settings აპლიკაციაში.

როგორ ჩავრთოთ Reachability?

  • 1. გახსენით Settings;
  • 2. აირჩიეთ Accessibility;
  • 3. აირჩიეთ Touch;
  • 4. გააქტიურეთ Reachability.

! ფუნქციის გამოსაყენებლად, უბრალოდ ჩამოწიეთ ეკრანი ზემოდან ქვემოთ ეკრანის ბოლომდე. სრულ ეკრანზე დასაბრუნებლად კი აწიეთ ქვემოდან ზემოთ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.