iPad-ზე ახლა უკვე შესაძლებელია ორ პროგრამაში ერთდროულად მუშაობა.
ფუნქციის გამოსაყენებლად:
- მოაქციეთ პლანშეტი ჰორიზონტალურ პოზიციაში და გახსენით ერთ-ერთი აპლიკაცია;
- გამოაჩინეთ Dock პანელი (სვაიფიეკრანის ქვედამოდან ზემოთ);
- აირჩიეთ მეორე აპლიკაცია და დააჭირეთ რამდენიმე წამის განმავლობაში;
- გადაიტანეთ აპლიკაცია ეკრანის კიდეზე;
! გაითვალისწინეთ, რომ თუ აპლიკაციას არ აქვს Split View მხარდაჭერა მისი ეკრანზე გადატანა არ გახსნის ფუნქციონალს.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ მეორე აპლიკაცია გადაიტანეთ არა ეკრანის კიდეზე, არამედ ეკრანის შუაში, Split View-ს მაგივრად გააქტიურდება დაიწყება Slide Over – ფუნქცია, რომელიც აპლიკაციის სრულად გახსნის მაგივრად შეზღუდულ ფუნქციონალს გვთავაზობს.
iPadOS 15 გთავაზობთ კიდევ უფრო მოსახერხებელ გზას Split View-ს გამოსაყენებლად:
- აპლიკაციაში დააწკაპუნეთ ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ სამ წერტილს (თუ წერტილები არ გვაქვს, მაშინ პროგრამა არ უჭერს მხარს Split View-ს);
- აირჩიეთ Split View. გახსნილი აპლიკაცია გადაიწევს გვერდით და გაიხსნება საწყისი ეკრანი;
- აირჩიეთ მეორე აპლიკაცია.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.