მომხმარებლებმა 2021 წელს აპლიკაციებში 133 მილიარდი დოლარი დახარჯეს. App Store შემოსავალი უფრო მაღალია ვიდრე Google Play.
მობილური აპლიკაციების ბაზარი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და რიცხვები ამას ცხადყოფს.
სამშაბათს გამოქვეყნებულმა Sensor Tower-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წელს მომხმარებლებმა აპლიკაციებში 133 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც 2020 წელთან შედარებით 20%-ით მეტია.
ასევე აღსანიშნავია, რომ App Store განაგრძობს უფრო მაღალი შემოსავლის გამომუშავებას, ვიდრე Google Play.
Sensor Tower-ის კვლევა (via TechCrunch) მოიცავს როგორც App Store, ისე Google Play მონაცემებს.
2021 წელს App Store-მა გამოიმუშავა 85,1 მილიარდი დოლარი, 17,7%-იანი წლიური ზრდით. ხოლო Google Play-მ შემოსავლის სახით დააფიქსირა $47,9 მილიარდი.
მიუხედავად იმისა, რომ Android დომინირებს ბაზრის წილში, მომხმარებლები უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავენ Google Play Store-ში, ვიდრე App Store-ში.
აპლიკაციებში ხარჯვის ბუმი, რომელიც დაფიქსირდა 2020 წელს ტრენდის სახეს იღებს.
მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხა 2021 წელს 133 მილიარდ დოლარს აღწევს – in-app შესყიდვები, პრემიუმ აპლიკაციები, გამოწერები და სხვა. ეს არის 19.8%–იანი ზრდა 2020 წლის $111 მილიარდთან შედარებით, რაც თითქმის სრულად იმეორებს 2019–დან 2020 წლამდე დაფიქსირებულ 21%–იან ზრდას.
Sensor Tower-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ტრენდის ჩამოყალიბება განპირობებულია COVID19-ის გავლენით. აქედან გამომდინარე, არის პროგნოზი, რომ 2022 წელს იგივე ან უფრო მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდება.
არ არის გასაკვირი, რომ TikTok წლის ყველაზე შემოსავლიანი აპლიკაციაა – პლატფორმამ ივნისში $3 მილიარდიანი შემოსავალი დააფიქსირა. სხვა აპლიკაციები, რომლებმაც დააფიქსირეს მაღალი შემოსავალი: YouTube, Tinder, Disney+, Tencent Video, iQIYI, Piccoma, QQ Music და Youku.
რაც შეეხება ჩამოტვირთვის მაჩვენებლებს TikTok ინარჩუნებს პირველ ადგილს, მას მოყვება YouTube, WhatsApp, Instagram, Facebook და Zoom.
Sensor Tower-მა თამაშების რეპორტიც გამოაქვეყნა. პროგნოზის მიხედვით, App Store გეიმერები წლის ბოლომდე კიდევ $52.3 მილიარდს დახარჯავენ.
2021 წელს iOS-ზე ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული თამაშია PUBG Mobile, ხოლო ყველაზე მაღალშემოსავლიანი – Honor of Kings.
დამატებითი დეტალები კვლევის შესახებ იხილეთ Sensor Tower-ის ვებსაიტზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.