ვიდეოგრაფია ცალკე პროფესიაა და შესაბამის ცოდნას მოითხოვს. ოპერატორები წლობით სწავლობენ, რათა კადრიდან კადრზე გადასვლა შინაარსიანი, საინტერესო და ბუნებივი იყოს.

დღეს უკვე, instagram-ზე, ვიდეო კონტენტი მეტი პოპულარობით სარგებლობს, გიზრდის აქტივობას და მნახველს. აღნიშნული სივრცის დამატება გამოიწვია Tik-Tok-ის პოპულარობის ზრდამ, რომელიც მთლიანად მოკლე ვიდეოების პლატფორმაა. იგი დღემდე პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, ამიტომ ინსტაგრამმა გადაწყვიტა მსგავსი სივრცის ჩაშენება მის სივრცეში. დღეს, უკვე, ვიდეო კონტენტი ორად არის გაყოფილი: ვიდეო და reels (რომელიც, ასევე, მოკლე ქრონომეტრაჟის ვიდეოა).

reels-ის დამუშავება არც ისე რთულია, ვინაიდან გარდა იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობა შეგიძლია გამოიყენო და ინდივიდუალურად დაამუშაო, არსებობს ნიმუშები ( ე.წ. template), რომლებიც ავტომატურად გიმონტაჟებს ვიდეოს. თუმცა მასალის მოგროვებაშენ უნდა შეძლო.

დიდი ხნის განმავლობაში უარს ვამბობდი ვიდეო კონტენტზე, ვინაიდან იმ თემებთა დაკავშირებით, რაზეც ვმუშაობდი, ვიდეოს ფორმატი, ჩემთვის, დიდად საინტერესო არ იყო. მერე მივხვდი, რომ ამ მიმართულებას თავისი დამოკიდებულება აქვს.

რატომ უნდა გადავიღოთ მოკლე ვიდეოები, ე.წ. reels:

  1. მომხმარებელთა ჩართულობა: Instagram მიზნად ისახავს მომხმარებლების ჩართულობის შენარჩუნებას თავის პლატფორმაში უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ინსტაგრამმა მომხმარებლებს უბიძგა მეტი დრო გაატარონ აღნიშნულ პლატფორმაზე, Reels-ის შეთავაზებით, თქვენს სივრცეში აქტივობაც იზრდება.
  2. ზრდის თქვენი აზროვნების დიაპაზონს: თუ ერთ კადრზე ბევრი ფიქრი გიწევთ, ახლა უფრო მეტად უნდა კონცენტრირდეთ, რომ მრავალი კადრისგან შექმნათ მოკლე ისტორია.

სანამ გადაღებას დაიწყებ, დაფიქრდი, რისი მოყოლა გსურს, შემდეგ კი:

  1. წინასწარ დაგეგმე დეტალები;
  2. ერთ ადგილას რამდენიმე ვიდეო გადაიღე, სხვადასხვა რაკურსით;
  3. ვიდეოს ქრონომეტრაჟი 10-15 წამზე დიდი არ ჰქონდეს, ვინაიდან შეიძლება დამუშავებაში ხელი შეგეშალოს და აზრები გაგეფანტოს.
  4. ეცადე ვიდეოები ერთმანეთს ისე გადააბა, რომ საერთო ჯამში “დაჩეხილის” ეფექტი არ მოგცეს. ათამაშე ახლო და შორი კადრები.
  5. პოპულარობის გაზრდისთვის კარგია გამოიყენო ტრენდული მუსიკები. (მე პირადად ან ბუნებრივ ხმას ვანიჭებ უპირატესობას, ან ისეთ საუნდს, რომელიც თემატურად უხდება ვიდეოს.)
  6. გამოიყენე შტატივი: ხშირად მქონია შემთხვევა, როცა სტატიური ვიდეოს გადაღება დამიგეგმავს, რომლის ჩვენება მნახველისთვის დამუშავების გარეშე მქონდა გადაწყვეტილი და იმიტომ, რომ ხელი ამკანკალებია, ვიდეოს სტაბილიზაცია დაუკარგავს და კადრი გამფუჭებია. ამიტომ, როცა საშუალება გაქვს, გამოიყენე შტატივი!

იმისთვის, რომ თქვენი ვიდეო-კონტენტი უფრო ხარისხიანი იყოს, ამ ყველაფერში Iphone-ს ახალი მოდელები დაგეხმარებათ, რომლებსაც გააჩნიათ Cinematic Mode, HDR Video, Video Stabilization და სხვა.

პ.ს. არ დაგავიწყდეს აღწერა და თეგები, მათზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *