Apple-ის ახალი Ultra სერია გამოვიდა 2022 წლის სექტემბერში და გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული პროფესიონალ სპორტსმენებსა და თავგადასავლების მოყვარულებში. ამ მიმოხილვაში ჩვენ განვმარტავთ, ვისთვის არის Ultra სერია ყველაზე შესაფერისი და რატომ.
რას აქვს მნიშვნელობა
ელემენტის სიმძლავრე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ ფაქტორით ვარჩევთ სპორტის ელექტრონული კომპანიონს. Apple Ultra სერიამ სხვა მოდელებთან შედარებით საკმაოდ გიგანტური ნახტომი გააკეთა: 36 საათი ერთი დამუხტვით, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 60 საათამდე ენერგიის დაზოგვის რეჟიმში.
ეს საკმარისზე მეტი დროა ტრიატლონის დასასრულებლად, რომელიც შედგება ცურვის, ველოსიპედისა და სირბილისგან – და თანაც არაერთი ტრიათლონის. მაგრამ თუ თქვენ გეგმავთ ერთკვირიან მოგზაურობას მთებში, პორტატული დენის წყაროს წაღება ნამდვილად არ დაგაზიანებთ.
Apple Watch Ultra მუსიკის დაკვრის რეჟიმში კიდევ უფრო გამძლეა, ვიდრე Garmin-ის უფრო სპეციალიზებული Fenix 7 ფიტნეს საათი: 20 საათი 10 საათის წინააღმდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ Apple აგრძელებს ინვესტირებას პროდუქტის ფუნქციონირებაზე.
GPS თრექინგის ფუნქციამ ასევე მიიღო მნიშვნელოვანი განახლება. საათი აერთიანებს მრავალხაზიან GPS-ს, რომელიც იყენებს L1 სიხშირეს და უახლეს L5 სიხშირეს. ამრიგად, მომხმარებელს ექნება წვდომა ყველაზე ზუსტ მონაცემებზე სირბილის მანძილისა და ტემპის, ასევე ულამაზესი მარშრუტების შესახებ. Apple Watch Ultra მხარს უჭერს ყველა დიდ სატელიტურ ქსელს: GPS (აშშ), GLONASS (რუსეთი), GALILEO (EU), QZSS (იაპონია) და BeiDou (ჩინეთი).
დიზაინიც ძალიან განსხვავებულია. წლიდან წლამდე ის პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა. მაგრამ Ultra სერიამ მიიღო ახალი თანამედროვე ქეისი, რომლის ზომებია 49 მმ და იწონის 61,3 გრამს სამაგრის გარეშე, ასევე წარმოუდგენელი სიკაშკაშე 2000 nits კომფორტული გამოყენებისთვის მზიან დღეებში. ეკრანი დიდია, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
შეადარეთ Apple Watch Ultra სერიის 8-ს: განსხვავება მაშინვე შესამჩნევია. ულტრა გაცილებით დიდია, რამაც მაღალი ადამიანები ნამდვილად გაახარა. თუ ზომაში ეჭვი გეპარებათ, ეწვიეთ ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიას და მოიზომეთ საათი ყიდვამდე.
საიმედოობა ზედმეტი არასდროს არის. Ultra აკმაყოფილებს დაცულობის სამხედრო სტანდარტებს. ტიტანის კორპუსის კერამიკული გარსისა და საფირონის ბროლის გატეხვა-დაზიანება არც ისე ადვილია. ინტერნეტი სავსეა ვიდეო ექსპერიმენტებით, რომლებშიც ენთუზიასტები ეფექტურად ადასტურებენ ახალი მოდელის გამძლეობას, რაც შეგიძლიათ, თავად იხილოთ.
Ultra სერია კარგია არა მარტო ხმელეთზე, არამედ წყალშიც. საათი სერტიფიცირებულია საერთაშორისო EN 13319 სტანდარტის მიხედვით, რომელსაც ენდობიან დაივინგის მოყვარულები მთელ მსოფლიოში. კორპუსი გაუძლებს ჩაძირვას 40 მეტრის სიღრმეზე. Oceanic აპლიკაცია ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Apple Watch Ultra-ზე და აჩვენებს მყვინთავის მდგომარეობას, მარშრუტს, ტოპოგრაფიას და წყლის ტემპერატურას.
ულტრა სერიას არც ექსტრემალური პირობების ეშინია – როგორც ყინულოვან მთებში -20°C- ზე , ასევე ცხელ უდაბნოში + 55°C- ზე. სხვათა შორის, Garmin Fenix 7-ს აქვს უფრო დაბალი მაქსიმალური ტემპერატურა +45 °C .
ინტერფეისი ასევე ძალიან მოსახერხებელია. ჩვენ შეგვიძლია მოვირგოთ ყველა ფუნქცია. გარდა ამისა, Ultra სერიას აქვს ახალი Explorer საათის სახე, რომელიც აჩვენებს ყველა ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას სპორტსმენისთვის და ასევე გვთავაზობს განახლებულ ღამის რეჟიმს, რომლის წყალობით ეკრანი იკითხება ნებისმიერ პირობებში.
რაც მოგწონს და არაფერი ნაკლები
Apple Watch Ultra შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სმარტ საათად დღევანდელ ბაზაზრე. Ultra გამოადგება ყველას, ვინც დინამიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. მათ შიგნით არის ძლიერი ორბირთვიანი S8 პროცესორი და watchOS 9 ოპერაციული სისტემა. აკონტროლეთ გულისცემა, სხეულის ტემპერატურა და პულსი; ასევე ნავიგაცია რელიეფზე კომპასით, მაშინაც კი, როდესაც არ გაქვთ კავშირი ქსელთან; განახორციელეთ ზარები და უპასუხეთ შეტყობინებებს, როდესაც ხელთ არ გაქვთ iPhone და გამოიყენეთ Siri ხმოვანი ასისტენტი, რომლითაც, პრინციპში, ბაზარზე არსებული ყველა ჭკვიანი სისტემაა.
მოდით ვისაუბროთ Ultra მოდელის რამდენიმე სიახლეზე.
Action ღილაკი. ეს არ არის ციფრული გვირგვინი და სტანდარტული გვერდითი ღილაკი. Action
ღილაკი კონფიგურირებადი ღილაკია, რომლის მორგებაც სურვილისამებრ შეიძლება ნებისმიერი აპის და ფუნქციის მიხედვით.
თუ მოგწონთ ლაშქრობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Action ღილაკი კომპასის გზის მყისიერად ასარჩევად, ან თუ მოცურავე ან სკუბა მყვინთავი ხართ, ღილაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაყვინთვის თრექინგის დასაწყებად. ზამთარში, როცა სირბილის დროს როცა გჭირდებათ ხელთათმანების მოხსნა და ეკრანის გამოყენება, ეს ღილაკი არაერთხელ დაგეხმარებათ.
3 ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკი. ახალი ალგორითმების დახმარებით საათმა ისწავლა მომხმარებლის ხმის იზოლირება, მანქანების ხმაურისა და ქარის ან წვიმის ხმების დახშობა. თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ სამუშაო საკითხები უშუალოდ სირბილის დროს და ხმა იქნება ნათელი და სუფთა. დამატებითი დინამიკი კი სასარგებლოა გადაუდებელი ზარებისთვის. თუ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდებით – მაგალითად, სათხილამურო კურორტზე თოვლში მოხვედრისას – შეგიძლიათ ჩართოთ Apple Watch-ის სამაშველო სირენა და ამ გზით აცნობოთ თქვენი მდებარეობა მაშველებს.
სპორტული სამაგრები შესაფერისია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. სხვათა შორის, Apple Watch-ის სხვა მოდელების სამაგრები ასევე ერგებე Ultra მოდელს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.