Digital Legacy იგივე ციფრული მემკვიდრეობა ახალი ფუნქციონალია, რომელიც Apple–მა სულ ცოტა ხნის წინ შემოგვთავაზა. 

Digital Legacy–ს დახმარებით, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაძლებელია წვდომის მიღება ისეთ მონაცემებზე, როგორიცაა ფოტოები, დოკუმენტები და სხვა.

როგორ მუშაობს ციფრული მემკვიდრეობა?

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, Apple ID გადაეცემა მის უახლოეს ადამიანებს. 

! აღსანიშნავია, რომ ვერავინ შეძლებს მოწყობილობაზე წვდომის მიღებას, მხოლოდ iCloud-ზე შენახულ ფაილებზე. 

ფუნქცია ხელმისაწვდომია iOS 15.2, iPadOS 15.2 და macOS 12.1-ზე.

რა მონაცემები გადაეცემა ციფრულ მემკვიდრეს?

თუ ჩართული იყო iCloud სინქრონიზაცია, ციფრული მემკვიდრე მიიღებს წვდომას ისეთ მონაცემებზე როგორიცაა:

  1. ფოტოები;
  2. ვიდეოები;
  3. ჩანიშვნები;
  4. ხმის ჩანაწერები;
  5. iMessage შეტყობინებები;
  6. დოკუმენტები;
  7. მოწყობილობის სარეზერვო ასლები და სხვა.

ასეთ მონაცემებზე წვდომის მიღება როგორც წესი ახლობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა მონაცემები არ გადაეცემა ციფრულ მემკვიდრეს?

გადახდის მონაცემები, გასაღებების ჯაჭვი, ფასიანი აპლიკაციებისა და სერვისების გამოწერები.

როგორ ავირჩიოთ ციფრული მემკვიდრე?

ციფრულ მემკვიდრედ მაქსიმუმ 5 ადამიანის მითითებაა შესაძლებელი, ამისათვის:

  1. პირველ რიგში განაახლეთ მოწყობილობა iOS 15.2 / iPadOS 15.2 / macOS 12.1-მდე;
  2. გახსენით Settings > Apple ID > Password and Security > Digital Legacy;
  3. აირჩიეთ კონტაქტი სიიდან;
  4. სისტემა მოგთხოვთ QR კოდის დაბეჭდვას;
  5. ამის შემდეგ QR კოდი ან ამობეჭდეთ ან პირდაპირ გაუგზავნეთ ციფრულ მემკვიდრეს.

! QR კოდი უკიდურესად მნიშვნელოვანი დეტალია. მის გარეშე ვერავინ მიიღებს წვდომას ციფრულ მემკვიდრეობაზე.

! ციფრული მემკვიდრის მოხსნა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, ის ვერ შეიტყობს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.

რა მოხდება, თუ ციფრული მემკვიდრე არ იყენებს Apple პროდუქტს?

ციფრული მემკვიდრეობის მისაღებად არ არის საჭირო Apple პროდუქტის ფლობა. ერთადერთი აუცილებელი პირობაა, რომ მემკვიდრე იყოს 13 წელზე უფროსი.

რა არის საჭირო მონაცემებზე წვდომის მისაღებად?

წვდომის მისაღებად აუცილებელია:

  1. მიღებული წვდომის გასაღები ან QR კოდი;
  2. გარდაცვალების მოწმობა.

წვდომის მოთხოვნის მისაღებად გაგზავნეთ მოთხოვნა სპეციალურ გვერდზე. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, მიიღებთ სპეციალურ Apple ID-ს, რის შემდეგაც ორიგინალი ID წაიშლება. აქტივაციის ბლოკი კი ყველა გამოყენებულ მოწყობილობაზე გაითიშება.

ანგარიშზე წვდომა შესაძლებელია სამი წლის განმავლობაში, ამის შემდეგ სამუდამოდ წაიშლება.

როგორ განბლოკოთ გარდაცვლილის iPhone?

თუ გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი, Apple დაგეხმარებათ აქტივაციის ბლოკირების მოხსნაში და არა მხოლოდ iPhone-დან, არამედ ყველა მოწყობილობიდან, რომელიც იყენებდა გარდაცვლილის Apple ID-ს. 

! აღსანიშნავია, რომ ვერ მიიღებთ წვდომას მოწყობილობაზე არსებულ მონაცემებზე: მოწყობილობის გამოსაყენებლად აუცილებელია ქარხნული პარამეტრების აღდგენა.

! აღსანიშნავია, რომ Face ID / Touch ID დაცული მოწყობილობები დაშიფრულია. შესაბამისად, Apple ვერ მოხსნის ბლოკირებას ინფორმაციის სრულად წაშლის გარეშე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *