არსებობს საკმაოდ გავრცელებული წარმოდგენა, რომ macOS და Windows სისტემური ფაილები არ არის თავსებადი, რაც მოკლედ რომ ვთქვათ მცდარია და არ შეესაბამება რეალობას.

გააზიარეთ ფაილები სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ macOS და Windows ფუნდამენტურად განსხვავებული ოპერაციული სისტემებია, ისინი ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ერთ პლატფორმაზე, ხელმისაწვდომია მეორეზეც.

პოპულარული პროგრამების უმეტესობა ხელმისაწვდომია როგორც Mac, ასევე PC ვერსიებში. მაგალითად, სპეციალურად macOS სისტემისთვის შემუშავებულია Microsoft Office 365, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneNote, Publisher და სხვა Windows აპლიკაციები. 

Windows-ის ზოგიერთმა საოფისე პროგრამამ მიიღო იდეალური ფუნქციური ანალოგი Mac-ისთვის. სტანდარტული ფორმატების მხარდაჭერის დახმარებით, macOS ცნობს თითქმის ნებისმიერ დოკუმენტს. დარწმუნებული იყავით, რომ ისეთი პოპულარული და გამოყენებადი ფორმატები როგორიცაა DOC, TXT, RTF, PDF, PSD, PNG, JPEG, TIFF, CD, MP3, HTML, ZIP ადვილად გაიხსნება როგორც Mac-ზე, ისე თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე.

პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, მოამზადოთ ფინანსური ანგარიში Excel–ში თქვენს Mac–ზე და თქვენი კოლეგა მას ჩვეულებრივ გახსნის საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე. ეს მოქმედებს ორმხრივად: თქვენს Мac-ზე შეგიძლიათ PowerPoint პრეზენტაციის იმპორტი და მისი რედაქტირება Keynote აპლიკაციაში ყოველგვარი არასასურველი მანიპულაციის გარეშე.

Setapp სერვისი: პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი Mac-ისთვის

პროგრამული უზრუნველყოფის ეტაპობრივი შეგროვება გრძელვადიანი და არც თუ სასიამოვნო წამოწყებაა. გაცილებით მარტივია ისეთი სერვისის გამოყენება, რომელიც ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებს.

Setapp 200-ზე მეტი აპლიკაციის შთამბეჭდავი კოლექციაა, რომელიც დეტალურად არის დამუშავებული და იდეალურად ერგება ნებისმიერ მოთხოვნილებებს. 

სერვისის დახმარებით საოცრად გაიმარტივებთ სამუშაო პროცესს: დაგეგმეთ შეხვედრები, მოამზადეთ მოხსენებები, პრეზენტაციები და კონტრაქტები, დააკონვერტირეთ, დაარქივეთ ან გახსენით სხვადასხვა ფორმატის მქონე ფაილები, დაათვალიერეთ და დაარედაქტირეთ ფოტოები და ვიდეოები და მრავალი სხვა. პროგრამების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Setapp სერვისის აშკარა უპირატესობები:

  • მარტივად აღსაქმელი ინტერფეისი;
  • პროგრამების მარტივი ინსტალაცია;
  • არანაირი შიდა რეკლამები;
  • პროგრამების კოლექციის მუდმივი გაფართოება;
  • განახლებების ავტომატური ჩამოტვირთვა.

პერიფერიული მოწყობილობების თავსებადობა

Windows-დან Mac-ზე გადასვლისას მომხმარებლებს აწუხებთ არა მხოლოდ ფაილების, არამედ პერიფერიული მოწყობილობების თავსებადობაც, რომელთა შეცვლასაც არ აპირებდნენ. 

თქვენი ოფისი უკვე აღჭურვილია ციფრული კამერებით, აუდიო დინამიკებით, პრინტერებით, გარე მყარი დისკებით, კომპიუტერის მაუსებით და კლავიატურებით, რომელთა შეცვლასაც არ გეგმავთ და გეტყვით, რომ არც მოგიწევთ, რადგან ნებისმიერი მოწყობილობა USB, აუდიო კაბელით ან Bluetooth კავშირით ჩვეულებრივ იმუშავებს Apple კომპიუტერთან.

უფრო მეტიც, macOS იყენებს ტექნოლოგიებს, როგორიცაა AirPrint. ის ავტომატურად ამოიცნობს მედიას და ბეჭდავს დოკუმენტებს დრაივერების ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის გარეშე. ფუნქციას მხარს უჭერს პრინტერის ყველაზე პოპულარული მოდელები.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *