WWDC 2022-მდე ერთ კვირაზე ნაკლები გვაშორებს. ღონისძიება დაიწყება 6 ივნისს და გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით. Apple-ის ყოველწლიური დეველოპერების კონფერენცია (ძირითადად) ონლაინ რეჟიმში ჩაივლის. WWDC22-ზე Apple–სგან ველოდებით უახლესი პროგრამული უზრუნველყოფების წარდგენას: iOS 16, iPadOS 16, macOS 13, watchOS 9 და tvOS 16.
WWDC კვირა ყოველთვის საინტერესოა დეველოპერებისა და Apple-ის ფანებისთვის. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ღონისძიებისათვის მომზადების 4 გზას.
1. ჩაინიშნე კალენდარში
WWDC 2022-ის გახსნის დღეს, 6 ივნისს, Apple შემოგვთავაზებს სამ ძირითად პრეზენტაციას:
- Apple’s Keynote 21:00 საათზე: Apple სავარაუდოდ წარადგენს ახალ ოპერაციულ სისტემებს: iOS 16, iPadOS 16, macOS 13, watchOS 9 და tvOS 16. ასევე მოსალოდნელია ახალი მოწყობილობების პრეზენტაციაც. Keynote სთრიმის ყურება შესაძლებელი იქნება Apple.com-ზე, Apple Developer აპში, Apple TV აპში და YouTube-ზე(ოფიციალური სთრიმის დასრულების შემდეგ).
- Platforms State of the Union 00:00 საათზე: Apple უფრო დეტალურად ისაუბრებს ახალ დეველოპერრულ ინსტრუმენტებზე, ტექნოლოგიებსა და პროგრამული პლატფორმების მიღწევებზე. Platforms State of the Union სთრიმის ყურება აშესაძლებელი იქნება Apple Developer ვებსაიტზე და Apple Developer აპში.
- Apple Design Awards 04:00 საათზე: ყოველწლიური დაჯილდოებაში განიხილება “Apple დეველოპერების ხელოვნება, ხელობა, კრეატიულობა და ტექნიკურ გამოცდილება.” Apple Design Awards სთრიმის ყურება შესაძლებელი იქნება Apple Developer ვებსაიტზე და Apple Developer აპში.
ჩაინიშნეთ თარიღები და დროები Apple Calendar აპლიკაციაში და გამოიყენოთ “Alert” ფუნქცია, რათა მიიღოთ შეტყობინება პრეზენტაციის დაწყებამდე 15-30 წუთით ადრე.
2. ჩამოტვირთეთ Apple Developer App
განახლებული Apple Developer აპლიკაცია მუშაობს როგორც WWDC კონტენტ ჰაბი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ყოველდღიური განახლებების, უახლესი ამბების, ქონთენთისა და აქტივობების შესახებ.
7 ივნისიდან, WWDC22–ის ვიდეო კლიპები ყოველდღიურად გაზიარდება აპში. ამგვარად, Apple გვეხმარება, გადავხედოთ პრეზენტაციაზე წარდგენილ სეიახლეებს.
Apple Developer აპლიკაციის უახლესი ვერსია ასევე გვთავაზობს WWDC22 სტიკერებს Messages და FaceTime აპებში გამოსაყენებლად.
Apple Developer აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-ში(iPhone, iPad, Mac და Apple TV). WWDC 2022 სესიების ყურება უფასოა, ხოლო “Develiper Labs” და “Digital Lounges” საჭიროებს Apple Developer Program-ის წევრობას.
3. შეუერთდით Apple Developer ან Public Beta პროგრამას
წინა წლების მსგავსად, WWDC 2022 კონფერენციის დასრულების შემდეგ Apple საკუთარ დეველოპერებს ტესტირებისთვის გადასცემს iOS 16, iPadOS 16, macOS 13, watchOS 9 და tvOS 16-ის პირველ ბეტა ვერსიებს.
თუ გაინტერესებთ დეველოპერის ბეტა ვერსიის საკუთარ მოწყობილობებზე ოფიციალურად დაინსტალირება, დარეგისტრირდით Apple Developer Program–ზე, რომელიც წელიწადში 99 დოლარი ღირს. პროგრამის წევრობისათვის პირები უნდა იყვნენ 18 წელზე უფროსი ასაკის.
თუ არ გსურთ Apple Developer Program-ის წევრობაში თანხის გადახდა, შეუერთდით Apple-ის უფასო Public Beta Software პროგრამას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ ლოდინი, რადგან პირველი საჯარო ბეტა ვერსიები დიდი ალბათობით ივლისამდე არ გამოვა.
4. დარეგისტრირდით Digital Lounge–ბზე
WWDC 2022 აღნიშნავს ციფრული ლაუნჯების დაბრუნებას, რაც დეველოპერებს დაეხმარება Apple ინჟინრებთან და დიზაინერებთან ჩართვაში მთელი კვირის განმავლობაში. ციფრული ლაუნჯები მოიცავს კითხვა-პასუხის სესიებს, ივენთის ყურებას სესიების წამყვანებთან და სხვა.
Apple Developer Program-ის წევრებს და 2022 Swift Student Challenge-ის გამარჯვებულებს Digital Lounges-ზე დარეგისტრირება დღეიდან შეუძლიათ. ხოლო ლაუნჯები დაიწყება 7 ივნისს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია WWDC ვებსაიტზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.