Apple-მა 5 აპრილს გამოაცხადა, რომ ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციას (WWDC) ონლაინ ფორმატში 6-დან 10 ივნისამდე ჩაატარებს, ყველა დეველოპერისთვის დასწრება უფასოა. ამას გარდა, ზოგიერთი დეველოპერი შეძლებს Apple Park–ში მთელი დღის გატარებას და სრული გამოცდილების მიღებას. კომპანიამ გააზიარა დეტალები მათთვის, ვისაც სურს განაცხადის წარდგენა WWDC 2022 – ზე.
წარდგენა იწყება 9 მაისს დილის 9:00 საათიდან და გრძელდება 11 მაისის დილის 9:00 საათამდე(Pacific Time). განმცხადებლები პასუხს საკუთარი სტატუსი შესახებ მიიღებენ 12 მაისს 18:00 საათზე(Pacific Time).
Apple Park-ში ყველას ჯანმრთელობის გარანტირებისთვის, დამსწრეებმა “უნდა დაიცვან Apple-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლები, რომლებიც ასევე ითვალისწინებენ უახლეს მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს COVID-19-თან დაკავშირებით”. მიუხედავად ამისა, კომპანია არ ითხოვს ვაქცინაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. Apple-ის თქმით საკმარისია სამი დღით ადრე ჩატარებული COVID-19 ტესტი უარყოფითი პასუხით.
ამას გარდა, ნიღბის ტარება უშუალოდ დამსწრეებზეა დამოკიდებული. WWDC 2022-ის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული დამატებით დეტალებს Apple უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს.
მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელი იქნება 9 მაისიდან შესაბამის ვებგვერდზე.
რას უნდა ველოდოთ WWDC 2022 – ზე?
WWDC22 მოიცავს Apple’s State of Union და Apple Design Award ღონისძიებებს, ონლაინ სესიებს, დეველოპერების ვორქშოფებს, Apple ინჟინრებთან და დიზაინერებთან შეხვედრებს და ა.შ.
ჩვეულებისამებრ, ჩვენ ველით, რომ WWDC-ზე დიდი ყურადღება მიექცევა პროგრამულ პლატფორმებს: iOS 16, iPadOS 16, watchOS 9, macOS 13 და tvOS 16. Apple დიდი ალბათობით ასევე ჩაუშვებს ამ ოპერაციული სისტემების დეველოპერების ბეტა ვერსიებსაც.
Apple აცხადებს, რომ გააზიარებს დამატებით ინფორმაციას WWDC22-მდე Apple Developer აპლიკაციის საშუალებით, Apple Developer ვებსაიტზე და ელექტრონული ფოსტით. სიახლეებს აუცილებლად შემოგთავაზებთ iSpace-ზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.