WWDC22-ის ფარგლებში Apple Park-ის კამპუსში მიწვეულ დეველოპერებს მოუწევთ Covid-ის პრევენციის საკმაოდ მკაცრი წესების დაცვა. დღევანდელ ბლოგში ასევე ვისაუბრებთ, App Store–ის ახალ პოლიტიკაზე. ყველა აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს ანგარიშის შექმნას სთავაზობს, მოუწევს ანგარიშის წაშლის ფუნქციის დამატებაც. ამისათვის, აპლიკაციებს 2022 წლის 30 ივნისამდე აქვთ ვადა.

WWDC22: ახალი Covid შეზღუდვები

24 მაისს, WWDC22-ზე მიწვეულმა დეველოპერებმა მიიღეს წერილი Apple-სგან, რომელშიც საუბარია Covid19-ის ახალ შეზღუდვებზე.

შეზრუდვების ფარგლებში, დეველოპერებს მოუწევთ N95 ნიღბების ტარება შენობაში ყოფნისას. ასევე, აუცილებელია FDA-ს მიერ ვერიფიცირებული COVID ანტიგენის წინა დღით ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. დამსწრეებმა Apple Park-ში მოსვლამდე უნდა ატვირთონ უარყოფითი ტესტის შედეგები Apple-ის შესაბამის პორტალზე.

გაიდლაინის განახლების მიზეზი კალიფორნიაში და ზოგადად შეერთებულ შტატებში არსებული COVID-ის შემთხვევების მზარდი რაოდენობაა. გაიდლაინის განახლებამდე, ნიღბების ტარება დამსწრეების არჩევანზე იყო დამოკიდებული, ხოლო კოვიდის ტესტირები სამი დღით ადრე იყო აუცილებელი.

Apple–ის თქმით, დამსწრეებს მოუწევთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა, რომლებიც ითვალისწინებენ ჯანდაცვის ორგანოების უახლეს მითითებებს. Apple ასევე არწმუნებს დეველოპერებს, რომ Apple Park-ის ყველა წერტილში ხელმისაწვდომი იქნება სადეზინფექციო საშუალებები და რომ მაღალი ტრეფიკის მქონე ადგილები რეგულარულად გაიწმიდება.

App Store: ანგარიშის წაშლის ახალი პოლიტიკა.

App Store-ის განახლებული პოლიტიკის თანახმად, ყველა აპლიკაციას, რომელიც ანგარიშის შექმნას გვთავაზობს, უნდა დაემატოს მისი წაშლის ფუნქციონალიც. ამისათვის დეველოპერებს 2022 წლის 30 ივნისამდე აქვთ ვადა.

ანგარიშის შექმნის ფუნქციის მქონე აპლიკაციებში მისი წაშლის ფუნქციის დამატება Apple-მა 2021 წლის ივნისში მოითხოვა. ფუნქციის დამატების პირველადი დედლაინი 2022 წლის იანვარი იყო, რაც 2022 წლის ივნისამდე გადაიწია დეველოპერებისათვის მეტი დროის მისაცემად.

Apple-ის გაიდლაინების თანახმად, აპლიკაციებმა უნდა დაამატონ/გაამარტივონ ანგარიშის წაშლა. გაიდლაინში ასევე საუბარია, რომ არ არის საკმარისი ანგარიშის დროებითი დაპაუზებისა და დეაქტივაციის ფუნქციის არსებობა. ანგარიშის წაშლასთან ერთად, აუცილებლად შესაძლებელი უნდა იყოს პერსონალური მონაცემების სრულად ამოშლა.

Apple–ის თქმით, გარკვეულ მაღალ–რეგულირებად ინდუსტრიებში დაშვებულია ანგარიშის წაშლისათვის მომხმარებლის მომსახურების სერვისის გამოყენება. თუმცა, ასეთი ინდუსტრიების მიღმა არსებული აპლიკაციების წაშლას არ უნდა სჭირდებოდეს უამრავი ზარის განხორციელება, იმეილების წერა და სხვა ტიპის პროცედურების გავლა.

App Store-ის ანგარიშის წაშლის ახალი პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Apple–ის შესაბამის ვებგვერდს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *