არ შეზღუდო შესაძლებლობები, იგრძენი თავი კომფორტულად…

ფოტოგრაფიას, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერ დარგს, თავისი მიმდინარეობა ე.წ. ჟანრი გააჩნია. ეს შეიძლება იყოს პორტრეტის ფოტოგრაფია, მოდის, საკვების, ქუჩის, დოკუმენტური, ცხოველების, ლანდშაფტი, შავ-თეთრი თუ სხვა…

შეიძლება ითქვას, რომ მობილური ფოტოგრაფიაც, ერთგვარ ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა მაინც საკამათოა.

როცა მობილურით იღებ, გაქვს უფლება, რომ სხვადასხვა ჯანრებში იმოგზაურო. მთავარია მობილურის ანბანი იცოდე, რომ შესაბამის ჟანრი ტექნიკურად გამართული იყოს.

გარდა ამისა, smartphone-ს დღეს უკვე იმის შესაძლებლობა აქვს, რომ გაგიმარტივოს რიგი ტექნიკური მხარე, მაგალითად საინტერესო პორტრეტის გადასაღებად, როცა სურვილი გვაქვს რომ გამოვკვეთოთ მთავარი ობიექტი და უკანა ფონი დავფაროთ, შეგვიძლია, კამერაში ჩაშენებული პორტრეტის რეჟიმი გამოვიყენოთ.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უბრალოდ გამოიყენე ის პარამეტრები, რაზეც აქამდე, წინა ბლოგებში, ბევრჯერ ვისაუბრე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *