iPhone 17 Pro მხოლოდ 2 649 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა
Cyber Monday 1-7 დეკემბერი. მეტის ნახვა

კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.

ლოკაცია: თბილისი/ბათუმი


"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში.


თუ გინდა: 


  • დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში

  • გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი

  • გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან.

  • იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან.

  • შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი.

  • გქონდეს კარიერული ზრდის ფართე არეალი და უნიკალური შესაძლებლობა.

  • ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში.

  • გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

  • გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა.

  • იმუშაო პროფესიონალებთან ერთად. 


გსიამოვნებს გაყიდვები და ფლობ ინგლისურ/რუსულ ენას კარგად?

მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!


ძირითადი მოვალეობები:


  • მომხმარებელთა მომსახურება;

  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;

  • პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად.


საჭირო უნარ-ჩვევები:


  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დისციპლინირებულობა.


სამუშაო გრაფიკი:


  • განაკვეთი - სრული.

  • ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე ვისვენებთ. ცვლები: 10:00 - 19:00, 11:00-20:00, 13:00-22:00 ანაზღაურება: ფიქსირებული 715 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1400-1600)


თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი/ბათუმი".