MacBook Air მხოლოდ 1,425₾-დან Trade-In პროგრამით მეტის ნახვა
შესვლა

ახალი

iPad Pro 11 M4, 256 GB Wi-Fi Standard glass 2024, Space Black

sku: MVV83QA/A

3 999 ლარი

ან111 ლარი/თვეში 36 თვეზე* ვადით

External Color - Space Black

Display Size

Internal Memory Size

Trade-in

ფასდაკლებით 400 ლ-მდე Trade-In-ით

რაოდენობა

სწრაფი მიწოდება

ფილიალიდან გატანა

გატანა შესაძლებელია 30 წუთში

მიწოდება

ისარგებლეთ TBC, Bank of Georgia ან Credo ბანკის განვადებით.

iPad Pro 11

მახასიათებლები

პროდუქტის აღწერა

ახალი, დაუჯერებლად თხელი iPad Pro ფენომენალურად პროდუქტიულია Apple M4 ჩიპის, მომნუსხველი Ultra Retina XDR დისპლეის, ზესწრაფი Wi-Fi 6E-ისა და 5G შესაძლებლობების წყალობით. Apple Pencil Pro და Magic Keyboard-ი მას უნივერსალურ, მრავალფუნქციურ და შემოქმედებით ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც ყოველთვის შენს ხელთაა.

მახასიათებლები

  • 11-დუიმიანი ULTRA RETINA XDR დისპლეი — Ultra Retina XDR უზრუნველყოფს გასაოცარ სიკაშკაშეს და კონტრასტს, ზუსტად გადმოსცემს ფერს და აღჭურვილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ProMotion, P3 გაფართოებული პალიტრა და TrueTone ტექნოლოგია. გარდა ამისა, 1 ტბ და 2 ტბ კონფიგურაციის მქონე მოდელებისთვის ვარიანტის სახით ხელმისაწვდომია შუშა ნანოტექსტურით.
  • პროდუქტიულობა და საცავი — M4 ჩიპის 10-მდე ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას, 10-მდე ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი კი — წარმოუდგენლად სწრაფ გრაფიკულ წარმადობას. მთელი დღე დატენვის გარეშე: გააკეთე კიდევ უფრო მეტი iPad Pro-ზე. 2 ტბ-მდე საცავი გაძლევს საშუალებას შეინახო ყველაფერი: იქნება ეს აპლიკაციები თუ 4K ვიდეოს მსგავსი დიდი ფაილები.
  • IPADOS + აპლიკაციები — iPadOS-ის საშუალებით iPad-ი კიდევ უფრო პროდუქტიული, ინტუიციური და მრავალმხრივია. iPadOS-ი საშუალებას გაძლევს იმუშაო ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში, დაამუშაო და გააზიარო ფოტოები. Stage Manager ფუნქცია ამარტივებს მრავალი ამოცანის რეჟიმში ეკრანზე მუშაობას აპლიკაციების ადგილმდებარეობისა და ზომის ცვლილების შესაძლებლობით და გარე დისპლეის მხარდაჭერით. iPad Pro-ს მოჰყვება ისეთი აუცილებელი აპლიკაციები, როგორიც არის Safari, Messages და Keynote. მილიონზე მეტი აპლიკაცია კი ხელმისაწვდომია App Store-ში.
  • APPLE PENCIL-ი და MAGIC KEYBOARD-ი შენი IPAD PRO-სთვის — Apple Pencil Pro-ს საშუალებით iPad Pro გარდაიქმნება მომნუსხველ სახატავ ტილოდ და ჩანაწერების გასაკეთებელ საუკეთესო მოწყობილობად iPad-ის ისტორიაში. Apple Pencil-ი (USB-C) თავსებადია ასევე iPad Pro-სთან. კლავიატურა Magic Keyboard iPad Pro-სთვის მსუბუქი და თხელია. მასზე სასიამოვნოა ტექსტის აკრეფა, ხოლო ჩაშენებული შუშის ტრეკპედი, ტაქტილური უკუკავშირით, iPad-ის დამცავი ყდის ფუნქციასაც ასრულებს. აქსესუარები იყიდება ცალკე.
  • მოწინავე კამერები — iPad Pro აღჭურვილია ჰორიზონტალური ორიენტაციის 12 მპ ულტრაფართოკუთხიანი წინა კამერით, რომელსაც აქვს Center Stage ფუნქციის მხარდაჭერა ვიდეოზარებისა და Portrait რეჟიმში გადაღებული შთამბეჭდავი სელფებისთვის. 12 მპ ფართოკუთხიანი უკანა კამერა ადაპტირებადი True Tone ნათებით იდეალურია ფოტოების ან 4K ვიდეოებისთვის ProRes-ის მხარდაჭერით. 4 სტუდიური ხარისხის მიკროფონი და 4-დინამიკიანი აუდიოსისტემა გასაოცარი აუდიოხარისხისთვის. LiDAR სკანერი ნებისმიერი სივრცის სიღრმითი რუკის მეშვეობით გასაოცარ შესაძლებლობებს მატებს გაფართოებულ რეალობას.
  • კავშირი — Wi-Fi 6E უზრუნველყოფს ფოტოების, დოკუმენტებისა და დიდი ზომის ვიდეოფაილების სწრაფ გადატანას,1 ხოლო როდესაც Wi-Fi არ გაქვს, 5G მხარდაჭერა გაძლევს საშუალებას იყო ხაზზე, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადგილიდან.2 დაუკავშირდი გარე დისპლეის, საცავს და ა.შ. USB-C კონექტორით, რომელსაც აქვს Thunderbolt/USB 4-ის მხარდაჭერა.
  • Face ID ბლოკის მოსახსნელად და გადასახდელად — მოხსენი ბლოკი iPad Pro-ს, გადაიხადე უსაფრთხოდ, გაიარე ავტორიზაცია და კიდევ ბევრი რამ — ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით.

Warranty

Warranty Products Returnable
Yes
Warranty Term (month)
12
Warranty validation Criteria
Serial Number

ფილიალიდან გატანა

გატანა შესაძლებელია 30 წუთში

მიწოდება

3 999 ლარი

ან111 ლარი/თვეში 36 თვეზე* ვადით