iPhone 15, 512 GB, Blue
iPhone 15
პროდუქტის აღწერა
მახასიათებლები
- DYNAMIC ISLAND — Dynamic Island-ის წყალობით, გაფრთხილებები და Live Activities ფუნქცია ყოველთვის თვალწინ გაქვს, რომ არაფერი გამოტოვო, რასაც არ უნდა აკეთებდე. შეგიძლია ნახო, ვინ რეკავს, შეამოწმო ინფორმაცია ფრენის შესახებ და არა მარტო.
- ინოვაციური დიზაინი — iPhone 15-ს გამოარჩევს დაფერილი შუშისა და ალუმინის გამძლე კორპუსი. მდგრადია შხეფების, წყლისა და მტვრის მიმართ.1 Сeramic Shield წინა პანელი კი დაუჯერებლად მტკიცეა. 6.1'' Super Retina XDR დისპლეი2 მზეში iPhone 14-ზე ორჯერ უფრო კაშკაშაა.
- 48 მპ მთავარი კამერა 2x ზუმით — 48 მპ მთავარი კამერა საოცრად მაღალი გარჩევადობის ფოტოებს იღებს. შესანიშნავი დეტალიზაციის ხარისხიანი ფოტოების გადაღება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. 2x ოპტიკური ხარისხის ზუმი იდეალური ახლო კადრებისთვის.
- ახალი თაობის პორტრეტები — გადაიღე კიდევ უფრო ხარისხიანი, ფერადი და მკაფიო პორტრეტები. დააჭირე და გადაიტანე ფოკუსი ერთი ობიექტიდან მეორეზე პორტრეტის გადაღების შემდეგაც კი.
- მძლავრი A16 Bionic ჩიპი — ეს უსწრაფესი ჩიპი უზრუნველყოფს iPhone-ის მოწინავე შესაძლებლობებს, იქნება ეს ფოტოების დამუშავება, Dynamic Island-ის მოქნილი გამოსახულება თუ Voice Isolation ფუნქცია სატელეფონო ზარებისთვის. და კიდევ – A16 Bionic საოცრად ენერგოეფექტიანია, ამიტომ შეგიძლია მოწყობილობა მთელი დღის განმავლობაში გამოიყენო დატენვის გარეშე.
- USB-C კავშირი — ახალი USB-C კონექტორი საშუალებას გაძლევს iPhone 15 Plus-ის კაბელით დატენო Mac-ი თუ iPad-ი. შეგიძლია iPhone 15 Apple Watch-ის ან AirPods-ის დასატენად გამოიყენო.
- უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქციები — Crash Detection ფუნქციის საშუალებით iPhone-ს შეუძლია ამოიცნოს მძიმე ავარია და გამოიძახოს დახმარება, თუ ამის გაკეთება შენ არ შეგიძლია.
- შექმნილია უკეთესი მომავლისთვის — iPhone-ს აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციები, ამიტომ შენს მონაცემებს მხოლოდ შენ მართავ. დამზადებულია უმეტესად გადამუშავებული მასალებისგან, რაც მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას. ხოლო ჩაშენებული ფუნქციები iPhone-ს ყველასთვის მოსახერხებელ მოწყობილობად აქცევს.
- iOS 18 — ახლა უფრო ღრმად პერსონალური კონფიგურაცია, კავშირის შენარჩუნების მეტი გზა და ფოტოების უფრო მარტივად პოვნა.
სპეციფიკაციები
Basic Information
Display
Processor
Memory
Camera
Interfaces
Network
Battery
Miscellaneous
Voice Assistant
Dimensions & Weight Device
Environment
გარანტია
iPhone 15 და iPhone 15 Plus არის ბრენდის პირველი სტანდარტული მოდელები, რომლებიც USB-C პორტით არის აღჭურვილი. ამ მოდელებში გაუმჯობესებულია კამერის სისტემა, დამატებულია Dynamic Island და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები.
iPhone 15 და iPhone 15 Plus-ის მახასიათებლები
ორივე მოდელი აღჭურვილია A16 Bionic ჩიპით, რომელიც მოიცავს 6-ბირთვიან CPU-ს და 4-ბირთვიან GPU-ს. მოწყობილობები თავისუფლად ამუშავებენ მაღალი წარმადობის თამაშებს, ვიდეოს მონტაჟსა და ფოტოების სწრაფად დამუშავებას შეფერხებების გარეშე. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 2000 ნიტს აღწევს, რაც დეტალებსა და ფერებს მკაფიოდ აჩვენებს ძლიერი მზის შუქშიც. მოწყობილობები ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით განსხვავდება.
| მახასიათებელი | საბაზისო ვერსია | Plus მოდელი |
|---|---|---|
| ეკრანის დიაგონალი | 6.1 დუიმი | 6.7 დუიმი |
| პროცესორი | A16 Bionic | A16 Bionic | ავტონომიური მუშაობა | 20 საათამდე | 26 საათამდე | წონა | 171 გ | 201 გ |
ორივე მოდელი ხელმისაწვდომია შიდა მეხსიერების შემდეგი ვარიანტებით: 128, 256 და 512 GB. კორპუსი დამზადებულია გამძლე ალუმინისგან, ხოლო ფერთა პალიტრა მოიცავს შემდეგ ვარიანტებს: Black, Blue, Green, Yellow და Pink.
აკუმულატორი და დატენვა
სმარტფონები გამოირჩევა მაღალი ავტონომიურობით. საბაზისო ვერსია ვიდეოს დაკვრის რეჟიმში მუშაობს 20 საათამდე, ხოლო Plus მოდელი - 26 საათამდე მუშაობს. USB-C პორტის წყალობით დატენვა უფრო მოსახერხებელია - ახლა შესაძლებელია ერთი და იმავე კაბელის გამოყენება სხვადასხვა მოწყობილობაზე. სწრაფი დატენვის მხარდაჭერით, 20 ვტ ადაპტერის გამოყენების შემთხვევაში, ბატარეის 50%-მდე დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 30 წუთში.
სად შევიძინოთ iPhone 15 ან iPhone 15 Plus საქართველოში?
iSpace არის ბრენდის ოფიციალური პარტნიორი, რომელსაც მინიჭებული აქვს Apple Premium Partner-ის სტატუსი. კომპანია სთავაზობს მხოლოდ ორიგინალურ პროდუქტებს კონკურენტულ ფასებში. შეძენის პროცესი უფრო კომფორტულია განვადებისა და Trade-in პროგრამის გამოყენებით. ჩვენთან ყიდვის უპირატესობები:
- კვალიფიციური კონსულტაცია ექსპერტებისგან.
- შესაძლებლობა ადგილზე გამოცადოთ გასაყიდად წარმოდგენილი ტექნიკა.
- მოწყობილობის საწყისი კონფიგურაციის მხარდაჭერა ადგილზე.
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში, მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში (მიწოდების ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება), ან შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფიზიკურ მაღაზიებს თბილისში და ბათუმში.
გარანტია: რა არის მნიშვნელოვანი იცოდეთ?
სმარტფონზე ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური ერთწლიანი გარანტია. გარანტიის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია უნიკალური სერიული ნომრის საშუალებით - ის მითითებულია როგორც მოწყობილობის პარამეტრებში, ასევე ყუთზე. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ iSupport-ის ექსპერტებს.
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის განკუთვნილი საბაზისო სმარტფონები?
6.1-დუიმიანი ეკრანის მქონე საბაზისო მოდელი იდეალურია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ კომპაქტურობას. 6.7-დუიმიანი ეკრანის მქონე Plus მოდელი უფრო მოსახერხებელია თამაშებისა და ვიდეოს ყურებისთვის.
რა შედის iPhone 15-ის კომპლექტაციაში?
ყუთში მოთავსებულია სმარტფონი, USB-C კაბელი (1 მ) და დოკუმენტაცია. დამატებითი აქსესუარები ცალკე უნდა შეიძინოთ - მათი შეკვეთა შესაძლებელია iSpace-ში.
რა შედის iPhone 15 Plus-ის კომპლექტაციაში?
კომპლექტაცია სტანდარტულია: ყუთში მოთავსებულია მოწყობილობა, USB-C კაბელი და მწარმოებლის დოკუმენტაცია.
ფილიალიდან გატანა
მიუწვდომელია
მიწოდება
3 399 ₾













