TRADE-IN
MacBook Pro 14.2" M4 Max (14C CPU/32C GPU), 36 GB, 1 TB, Silver
sku: MX2G3RU/A
MacBook Pro
პროდუქტის აღწერა
14-დუიმიანი MacBook Pro M4 Pro და M4 Max ჩიპებით მძლავრი ლეპტოპის კიდევ უფრო მეტ პროდუქტიულობას გთავაზობს. 22-მდე საათს მუშაობს დატენვის გარეშე1 და აღჭურვილია 1600 კდ/მ²-მდე მაქსიმალური სიკაშკაშის შესანიშნავი Liquid Retina XDR დისპლეით. ყოველმხრივ Pro-ა.
მახასიათებლები
- M4 Pro ან M4 Max ჩიპების ზებუნებრივი სიმძლავრით — M4 Pro ჩიპი შესანიშნავად ასრულებს ისეთ რთულ ამოცანებს, როგორიცაა კოდის მილიონობით სტრიქონის კომპილაცია. M4 Max ჩიპი მარტივად უმკლავდება სერიოზულ სამუშაო პროცესებს, მაგალითად, რთული 3D-კონტენტის რენდერინგს.
- 22-მდე საათი დატენვის გარეშე – 14-დუიმიანი MacBook Pro დაუჯერებლად პროდუქტიულია იმის მიუხედავად, ელემენტით მუშაობს თუ შეერთებულია.
- Apple-ის ჩიპების წყალობით აპლიკაციები კიდევ უფრო სწრაფია – macOS-თან ერთად ყველა შენი საყვარელი აპლიკაცია, მათ შორის Microsoft 365 და Adobe Creative Cloud, გასაოცრად სწრაფად მუშაობს.
- თუ iPhone-ი გიყვარს, Mac-იც შეგიყვარდება – Mac-ი შესანიშნავად მუშაობს Apple-ის სხვა მოწყობილობებთან. დააკოპირე, რაც გინდა iPhone-იდან და ჩასვი Mac-ში. გამოიყენე Mac-ი FaceTime-ის ზარების საპასუხოდ ან Message-ის აპლიკაციით მიმოწერისთვის.
- ბრწყინვალე Pro დისპლეი – 14.2-დუიმიანი Liquid Retina XDR დისპლეი4 1600 კდ/მ² მაქსიმალური სიკაშკაშით, 1000 კდ/მ² -მდე მუდმივი სიკაშკაშითა და 1,000,000:1 კონტრასტულობით. ასევე, ნანოტექსტურის მქონე დისპლეის ვარიანტი, რომელიც ამცირებს სინათლისა და გამოსახულების ანარეკლებს.
- მოწინავე კამერა და აუდიო – 12MP Center Stage კამერა, სტუდიური ხარისხის სამი მიკროფონი და ექვსი დინამიკი სივრცული აუდიოსა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერით – გასაოცარი ხარისხის ვიდეო და ჟღერადობა შენთვის.
- დაუკავშირე, რაც გინდა – 14-დუიმიან MacBook Pro-ს აქვს სამი Thunderbolt 5 პორტი, MagSafe 3 დამტენის პორტი, SDXC ბარათის ჭრილი, HDMI პორტი და ყურსასმენების პორტი. ასევე შესაძლებელია M4 Pro ჩიპიანი მოდელის დაკავშირება ორამდე გარე მონიტორთან და M4 Max ჩიპიანი მოდელის დაკავშირება ოთხამდე გარე მონიტორთან.
- კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ჩაშენებულია – ყოველ Mac-ს მოჰყვება ვირუსებისა და მავნე პროგრამებისაგან დაცვის საიმედო საშუალებები. თუ Mac-ი დაგეკარგა ან მოგპარეს, Find My ფუნქცია დაგეხმარება მის პოვნაში. FileVault სისტემა შიფრავს შენს ფაილებს, რომ სხვა მომხმარებლებს მათზე წვდომა არ ჰქონდეთ. უსაფრთხოების სისტემის უფასო განახლებების წყალობით შენი Mac-ი საიმედოდ არის დაცული.
Warranty
Warranty Products Returnable
Yes
Warranty Term (month)
12 month(s)
Warranty validation Criteria
Serial Number
ფილიალიდან გატანა
მიუწვდომელია
მიწოდება
12 399 ₾
11 599 ₾-800 ₾








