მეორე თაობა. მეორე თავის მხრივ.

Gemini II True Wireless ყურსასმენების მეორე თაობა აღჭურვილია გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ნაკრებით, რათა კიდევ უფრო უნაკლო გახადოს თქვენთვის აკუსტიკური გამოცდილება.

წმინდა ხმა. არანაირი შეფერხება.

აკუსტიკის კვლევისა და განვითარების თხუთმეტი წელი აერთიანებს კომპაქტურ დიზაინს, ახლა უკვე ხმაურის ადაპტირებადი გაუქმებით, გაუმჯობესებული ერგონომიკით და გაუმჯობესებული კავშირით.

Devialet ადაპტიური ხმაურის გაუქმება
Bluetooth 5.2 Multipoint
22 საათამდე ავტონომია
წყლისა და ოფლისგან დაცვა IPX4 მიხედვით
სტანდარტის
Qualcomm AptX
თავსებადობა ხმოვან
QI უსადენო დამუხტვა

მომდევნო თაობის ყურსასმენები
ახალი დონის ხმა.

მომდევნო თაობის ხმა შემუშავებულია ყოვლისმომცველი ინოვაციების მეშვეობით: ახალი 10 მილიმეტრიანი Devialet დრაივერი ტიტანის საფარით და Qualcomm® aptX™ კოდეკით უზრუნველყოფს კიდევ უფრო ღრმა აკუსტიკურ შეგრძნებებს. ახალი Active Wind Reduction (AWR) ტექნოლოგიის წყალობით, ყურსასმენები ავტომატურად ამცირებს ქარის ხმაურს. ეს არის უკომპრომისო აუდიო სიამოვნება.

შენი შეგრძნებები.
შენი წესები.

მარტივი კონტროლი.

Devialet Gemini II-ის დახვეწილი ერგონომიკა საგულდაგულოდ არის შემუშავებული. ოთხი სხვადასხვა ზომის ყურის ბალიში უზრუნველყოფს კომფორტულ მორგებას და მის არსებობას თითქმის შეუმჩნეველს ხდის. უკანა პანელზე ახალი "all-in-one" სენსორული ღილაკი უზრუნველყოფს მარტივ გამოყენებას და საშუალებას გაძლევთ ერთი მარტივი ჟესტით აირჩიოთ სასურველი ფუნქცია - გაააქტიუროთ ადაპტიური ხმაურის გაუქმება, გამოიძახოთ ხმოვანი ასისტენტი, განაგრძოთ/დააპაუზოთ აუდიო და სხვა.

პორტატიული. მოსახერხებელი.

ცხოვრებაში კარგ რაღაცებთან ადვილად ვადაპტირდებით. Devialet Gemini-ის გაუმჯობესებული კავშირითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული ფუნქციების წყალობით საუკეთესო ფორმით მუსიკის მოსმენა კიდევ უფრო ადვილი გახდა, რასაც Bluetooth 5.2 მრავალწერტილოვანი კავშირით და ორ მოწყობილობას შორის ავტომატური გადართვით, Google Fast Pair*, აპლიკაციაში ხელმისაწვდომი სენსორული კონტროლის ახალი პარამეტრები და ელემენტის 22 საათამდე ხანგრძლივობა უზრუნველყოფს.

აქტიური, ადაპტიური, ჰარმონიული.

 

ASC

აქტიური ხმაურის გაუქმება

ჩვენი ახალი ტექნოლოგია, Devialet Adaptive Noise Cancellation™, დინამიკურად ადაპტირდება თქვენი ყურის ფორმასთან. შედეგი? შემცირებული აუდიო არტეფაქტები და თეთრი ხმაური, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სასიამოვნო სმენის პროცესს კომპრომისებისა და ელემენტის დატვირთვის გახანგრძლივების გარეშე.

AWR

ქარის ხმაურის აქტიური ჩახშობა

Devialet Active Wind Reduction (AWR) ტექნოლოგიით Devialet Gemini II-ს შეუძლია შეზღუდოს ქარის გავლენა თქვენს გამოცდილებაზე. როგორ? თითოეული ჩაშენებული მიკროფონი დაფარულია ქარისადმი მდგრადი მასალით, ხოლო ღრუ იცავს მიკროფონის დიაფრაგმას ყურსასმენების ზედაპირზე ქარის მოხვედრისგან. პროგრამულ უზრუნველყოფაში, ჩვენი ქარის დეტექტირების ალგორითმები ჭკვიანურად მართავენ ხმაურის ადაპტიური გაუქმების ინტენსივობას და გამჭვირვალობას გარემო პირობებიდან გამომდინარე.

IDC®

შიდა დაგვიანების კომპენსაცია

ჩვენი დაპატენტებული ალგორითმი შესანიშნავად აბალანსებს ხმაურის შემცირების ციკლის მიერ წარმოქმნილ შიდა შეფერხებას. შედეგი: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხმაურის შემცირებაში, განსაკუთრებით მაღალ სიხშირის ხმების შემთხვევაში.

შექმნილი
ერთიანობისთვის.

Devialet Gemini II-თქვენზე მორგებული უნაკლო გამოცდილება. ჩვენ წარმოგიდგინეთ მორე თაობის ყურსასმენები, რბილი ზედაპირითა და კარგად ნაცნობი საკულტო ფორმით, მაგრამ ამჯერად უფრო კომპაქტური, გლუვი და ელეგანტური დიზაინით. ფორმა ოპტიმიზირებულია ნებისმიერ ყურზე მოსარგებლად და გაუმჯობესებული მიკროფონები უფრო შეუფერხებლად ჯდება ყურსასმენის შიგნით. მაგრამ ჩვენც აქ არ გავჩერებულვართ! ქეისს ახლა აქვს “flip open” სახურავი მყისიერი წვდომისთვის. დაკარგვის შიში? წარსულში დარჩა.

უნივერსალური მორგება.

ადამიანის ყურის გულდასმით შესწავლის შემდეგ, Devialet Gemini II ხელახლა წარმოიდგინეს, რათა შეექმნათ უფრო უნივერსალური ფორმა, რომელიც მოერგებოდა ნებისმიერ ყურს. ოთხი ზომის ყურის ბალიშების წყალობით - XS, S, M, L - თქვენი ყურსასმენები უფრო მრავალმხრივი და კომფორტული გახდება.

მეორე თაობის დიზაინი 40%-ით უფრო მცირეა, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ უზრუნველყოფს უფრო სასიამოვნო გამოცდილებასხმას.

Multipoint Bluetooth 5.2

მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი უკაბელო აუდიო გამოცდილება Qualcomm®️ aptX™️ კოდეკით, რომელიც მხარს უჭერს Bluetooth 5.2-ს მრავალპუნქტიანი კავშირისთვის და ავტომატური გადართვისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ Devialet Gemini II ერთდროულად ორ მოწყობილობას და ისინი ავტომატურად გადაირთვება მათი გამოყენებისას. ამავდროულად, კავშირი რჩება უნაკლო და სტაბილური 20 მეტრის რადიუსში.

ხმოვანი ზარები ქარის გარეშე.

ხმის მკაფიოობამ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწია. ახალი Active Wind Reduction (AWR) ტექნოლოგიით, თქვენი ყურსასმენები ავტომატურად და აქტიურად შეამცირებს ქარის ხმაურს. ძვლის გამტარობის ხმის სენსორი აძლიერებს აღქმას, რაც უზრუნველყოფს ზარის სიცხადეს გარემოს მიუხედავად. Beamforming მიკროფონები ზუსტად იჭერენ თქვენს ხმას გარემოს ბგერების აღების გარეშე, ხოლო ხმის შემდგომი დამუშავების ალგორითმები ახშობენ არასასურველ ხმაურს სიგნალიდან.

Devialet Gemini აპლიკაცია.

ჩამოტვირთეთ აპილიკაცია, რათა აირჩიოთ სასურველი პარამეტრები და სრულიად საკუთარ თავს მოარგოთ შემდგომი გამოცდილება: გამჭვირვალობა და აუდიო, ასევე EQ პერსონალიზაცია და სენსორული ღილაკების ფუნქციები.