წარმოიდგინეთ სრულყოფილი სმარტფონი მძლავრი პროცესორით და ულტრა–მკაფიო ეკრანით. კამერა, რომელიც იღებს საოცარ ფოტო–ვიდეოს, გამოირჩევა განსაკუთრებული ავტონომიურობით და ამავდროულად არ ეშინია ტენიანობის – ეს ყველაფერი ახალი iPhone 13 და iPhone 13 mini–ს სახით.

1. მოსახერხებელია ერთი ხელით გამოყენებისას.

iPhone 13-ის ეკრანის ზომა 6.1 ინჩია, რაც მის ცალი ხელით გამოყენებას საოცრად კომფორტულს ხდის.

ხოლო თუ უპირატესობას კომპაქტურობას ანიჭებთ, აირჩიეთ iPhone 13 mini 5.4 ინჩიანი დიაგონალით. ყველაზე პატარა მოდელი ექტრა კომპაქტურია და მისი ცალი ხელით გამოყენება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მიუხედავად სმარტფონის მცირე ზომისა, ის მაინც ელეგანტურად გამოიყურება.

2. საუკეთესო ორმაგი კამერის სისტემა iPhone-ის ისტორიაში.

მთავარი ვიზუალური განსხვავება iPhone 13-სა და Apple-ის სხვა სმარტფონებს შორის კამერის მოდულში მდგომარეობს. 

ფართო კუთხის კამერა წინა სერიასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა და 47%–ით მეტ შუქს აგროვებს. ეს უზრუნველყოფს ხმაურის შემცირებას და მაღალხარისხიანი, დეტალიზებული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას ნებისმიერი განათების პირობებში.

iPhone 13 და 13 mini კამერა გვთავაზობს ოპტიკური სტაბილიზაციით, რომელიც ადრე მხოლოდ iPhone 12 Pro Max-ში გვხვდებოდა. ახლა გადაღება უკვე შესაძლებელია მაღალი სიჩქარით გადაადგილებისასაც – თქვენი ფოტო და ვიდეო იქნება საოცრად გლუვი და ნათელი.

3. Cinematic Mode: იგრძენით თავი რეჟისორად.

ახალ კინემატოგრაფიულ რეჟიმს შეუძლია ნებისმიერი ვიდეოს ბლოკბასტერად გადაქცევა. ფუნქცია ამოიცნობს სახეებს და ობიექტებს და ავტომატურად ცვლის ფოკუსს მათი გადაადგილებისას. ის ასევე არეგულირებს სიმკვეთრეს და სიღრმეს. ყველა ამ პარამეტრის რედაქტირება შესაძლებელია გადაღების შემდეგ Photos და iMovie აპლიკაციებში.

კამერის კიდევ ერთი ახალი ინოვაცია iPhone 13-ზე არის Photographic Styles. ეს არის პარამეტრების სერია, რომელიც დახვეწილად ასწორებს ფერთა გამას, კანისა და ცის ტონების შეცვლის გარეშე.

4. გაუმკლავდით ნებისმიერ ამოცანას: მუშაობიდან გართობამდე.

iPhone 13 და 13 Mini აღჭურვილია ახალი A15 Bionic პროცესორით. ის უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას ზომიერი ენერგიის მოხმარებით. პროგრამები მუშაობს შეფერხებებისა და გაყინვის გარეშე. ოთხბირთვიანი გრაფიკული პროცესორი უზრუნველყოფს სურათის რეალიზმს, სიგლუვეს და სიჩქარეს თამაშებსა და აპლიკაციებში.

A15 Bionic-ის შესაძლებლობების წყალობით, iPhone 13 შეინარჩუნებს აქტუალობას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

5. მთელი დღე დამუხტვის გარეშე.

ახალი iPhone 13–ის ელემენტი Apple-ის ნებისმიერ სმარტფონზე მეტ სამუშაო დროს გვთავაზობს. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ისინი მთელი დღის განმავლობაში და არ იფიქროთ დენის წყაროს ძებნაზე. 

iPhone 13–ის ელემენტი 2.5 საათით მეტ სამუშაო დროს გვთავაზობს ვიდრე iPhone 12. ხოლო iPhone 13 Mini – 1.5 საათით მეტს ვიდრე iPhone 12 Mini.

6. ეკრანი არ ირეკლავს მზის სხივების ზემოქმედების შემთხვევაშიც.

iPhone 13 სერიას აქვს მძლავრი, მაღალი პიქსელის სიმკვრივის OLED ეკრანი. ამიტომ, მათი გამოყენება მოსახერხებელია თუნდაც კაშკაშა მზის ქვეშ. ტექსტი მკვეთრია, სურათები მკაფიო და ვიდეო წარმოუდგენლად რეალისტური.

ოლეოფობიური საფარი კი იცავს ეკრანს ტენიანობის, კოსმეტიკური ნაწილაკების, ჭუჭყისა და ცხიმისაგან. ამიტომ, ის ნაკლებად ისვრება ყველაზე აქტიური გამოყენების შემთხვევაშიც კი.

7. ცნობადი დიზაინი და 6 განსხვავებული ფერი.

iPhone 13 და iPhone 13 Mini კორპუსი დამზადებულია მინისგან. ფრონტალური ზედაპირი აღჭურვილია Ceramic Shield პანელით. ის უფრო მდგრადია დარტყმის ან ვარდნის შედეგად გამოწვეული დაზიანების მიმართ. ჩარჩოები დამზადებულია ალუმინისგან და შეღებილია კორპუსის ფერში. 

სმარტფონი ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში:

  • Starlight;
  • Midnight;
  • ლურჯი;
  • ვარდისფერი;
  • (Product) წითელი.

ორივე სმარტფონი აკმაყოფილებს IP68 სტანდარტს, ამიტომ არ აშინებთ მტვრისა და გაზირებული სითხის ზემოქმედება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *