დღევანდელ ბლოგში შევკრიბეთ 10 საინტერესო და პრაქტიკულ მალსახმობი, რომლებიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი Shortcuts აპლიკაციაში(iOS/macOS).

  1. Play Entire Current Album – მუსიკის Apple Music-ში მოსმენისას შესაძლებელია მისი სრული ალბომის მოსმენა. მალსახმობი პოულობს სიმღერის ალბოს და გვთავაზობს სრულად.
  2. Search On – ეს არის მრავალფუნქციური საძიებო ინსტრუმენტი უამრავი პლატფორმის მხარდაჭერით. ძიებისას მალსახმობი შემოგთავაზებთ სასურველ საძიებო პლატფორმას: Google, YouTube, Reddit, Instagram, Amazon და ა.შ.
  3. Built-in Sounds – ეს მალსახმობი უკრავს iOS მოწყობილობებში ჩაშენებულ ფონის ხმებს, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ მათთან მისასვლელად ხელმისაწვდომობის პარამეტრებზე გადასვლა.
  4. Open App on Apple TV 1 – ეს მარტივი მალსახმობი შექმნილია თქვენი Apple TV-ის გასაღვიძებლად და თქვენ მიერ არჩეული აპლიკაციის გასაშვებად.
  5. Multiple Alarms – თუ ერთდროულად გჭირდებათ სამი ან მეტი ყოველდღიურად, ეს მალსახმობი ნამდვილად თქვენთვისაა.
  6. French Press Timer – ტაიმერს თითქმის ყველა და ყოველდღე ვიყენებთ ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა რეცხვა, ყავის მოდუღება, საჭმლის მომზადება და სხვა.
  7. Overcast Timer – თუ ხშირად უსმენთ პოდკასტებს, მაშინ ეს shortcut აუცილებლად გამოგადგებათ. გამოძახებისას ის ავტომატურად გააგრძელებს ბოლო გახსნილ ეპიზოდს და გააქტიურებს ბოლოს გამოყენებულ ძილის ტაიმერს. მალსახმობი განსაკუთრებულად სასარგებლოა როცა ვიძინებთ, არ გვსურს ეკრანის ყურება, გვეზარება პოდკასტის ეპიზოდის მოძიება და ა.შ.
  8. Do Not Disturb Timer – iOS Do Not Disturb ფუნქცია მხოლოდ ერთი საათით ან განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს. თუმცა, როგორ მოვიქცეთ თუ გვსურს მისი გააქტიურება 15, 20 ან 40 წუთით? ამ მალსახმობის საშუალებით ეს შესაძლებელი ხდება.
  9. iPod Shuffle – iPod Shuffle ქმნის შემთხვევით 100 სიმღერის ფლეილისთს თქვენ მიერ Apple Music-ში წლების განმავლობაში დამატებული მუსიკის მიხედვით. ასევე შესაძლებელია კონკრეტული ვადების მითითება.
  10. Shazam++ – ეს მალსახმობი მუსიკის პოვნასთან ერთად მას თქვენს საყვარელ მუსიკალურ აპლიაციაში გახსნის.

! მალსახმობის გაშვება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.

  • შეეხეთ მას Shortcuts აპში;
  • დაამატეთ მენიუს ზოლში;
  • სთხოვეთ Siri-ს მალსახმობის გაშვება;
  • დააწკაპუნეთ ნებისმიერ ფაილზე მარჯვენა კნოპკით და კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ხელმისაწვდომი მალსახმობები;

! თუ იყენებთ რაიმე საინტერესო მალსახმობს, რომლებიც ამ ბლოგში არ არის მითითებული მოგვწერეთ და შემდეგ პოსტში აუცილებლად შევიტანთ.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *